ბადრი ესებუას თავისუფლების 13 წლით აღკვეთა მიესაჯა

ზუგდიდის რაიონულმა სასამართლომ ზუგდიდში "საქართველოს ბანკის" ფილიალის დაყაჩაღებაში ბრალდებული ბადრი ესებუა ყველა წარდგენილ ბრალში დამნაშავედ ცნო და თავისუფლების 13 წლით აღკვეთა მიუსაჯა. 

ესებუა ბრალს არ აღიარებს.

2020 წლის 21 ოქტომბერს ბანკის ფილიალში შეიარაღებული პირი შეიჭრა. მას მძევლად 40-ზე მეტი მოქალაქე ჰყავდა აყვანილი და მათი გათავისუფლების სანაცვლოდ 500 ათას აშშ დოლარს და უსაფრთხოების გარანტიებს ითხოვდა. 

რამდენიმესაათიანი სპეცოპერაციის და მოლაპარაკების შემდეგ, მას თანხა გადასცეს. თავდამსხმელი შენობიდან 3 მძევალთან ერთად გამოვიდა, მათგან ერთ-ერთი მომლაპარაკებელი, სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის უფროსი იყო. რამდენიმე საათის შემდეგ ის მოთხოვნილი თანხით გაუჩინარდა.

აღნიშნულ საქმეზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე, 323-ე და 329-ე მუხლებით მიმდინარეობდა, რაც ტერორისტულ აქტს, მძევლად ხელში ჩაგდებას ტერორისტული მიზნით და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონოდ შეძენა-შენახვა-ტარებას გულისხმობს.

ბადრი ესებუა 2023 წლის 8 თებერვალს დააკავეს.

მსგავსი სიახლეები