საოპერო მომღერალი და მსახიობი თენგიზ მუშკუდიანი გარდაიცვალა

96 წლის ასაკში საქართველოს სახალხო არტისტი, საოპერო მომღერალი და მსახიობი თენგიზ მუშკუდიანი გარდაიცვალა.

ინფორმაციას  თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრი ავრცელებს.

"თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრი დიდ გულისტკივილს გამოთქვამს საქართველოს სახალხო არტისტის, ღირსების ორდენის კავალერის, შესანიშნავი მომღერლის, მსახიობის, ყველასათვის სამაგალითო პიროვნების, ბატონი თენგიზ მუშკუდიანის გარდაცვალების გამო. ფასდაუდებელია მისი წვლილი ქართული მუსიკალური ხელოვნების განვითარების, მისი პოპულარიზაციისა და ნაყოფიერი პედაგოგიური მოღვაწეობის საქმეში. ვუსამძიმრებთ ბატონი თენგიზის ოჯახს, მის კოლეგებს და მუსიკალურ საზოგადოებას“, – აღნიშნულია თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

თენგიზ მუშკუდიანი 1954 წლიდან იყო ზ. ფალიაშვილის სახელობის თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრის წამყვანი სოლისტი და ასრულებდა ბანის პარტიებს, რომელთაგან აღსანიშნავია: ბორისი, პიმენი (მუსორგსკის „ბორის გოდუნოვი“), მეფისტოფელი (გუნოს „ფაუსტი“), მეწისქვილე (დარგომიჟსკის „ალი“), დონ ბაზილიო (როსინის „სევილიელი დალაქი“„), გალიცკი (ბოროდინის „თავადი იგორი“), ცანგალა, ენგიჩარი (ზ. ფალიაშვილის „დაისი“, „ლატავრა“), ხევისბერი(ო. თაქთაქიშვილის „მინდია“), შერგილი (რ. ლაღიძის „ლელა“), მეფე გიორგი (მ. ბალანჩივაძის „დარეჯან ცბიერი“), დონ ჯოვანი (მოცარტის „დონ ჯოვანი“); გადაღებულია კინოში („აბეზარა“, „დიდოსტატის მარჯვენა“); პედაგოგიურ მუშაობას ეწეოდა თბილისის I სამუსიკო სასწავლებელში, მისი დირექტორი იყო 1985–2005 წლებში, ასევე კონსერვატორიაში (პროფესორი).

თენგიზ მუშკუდიანი მონაწილეობდა ფილმებში – „დიდოსტატის მარჯვენა“ და „აბეზარა“.

უახლესი ამბები

<iframe src="https://www.facebook.com/plugins/post.php?href=https%3A%2F%2Fwww.facebook.com%2FStateOperaHouseOfGeorgia%2Fposts%2Fpfbid04VYaL88saUFN5LhUKvjUCrroS5YG37ZLGDgrPjVpzonYanfukUsa9yYU4weapmzMl&show_text=true&width=500" width="500" height="825" style="border:none;overflow:hidden" scrolling="no" frameborder="0" allowfullscreen="true" allow="autoplay; clipboard-write; encrypted-media; picture-in-picture; web-share"></iframe>