ხვალ პარლამენტთან აქცია - "არა მონობას, ჯარი უნდა იყოს ნებაყოფლობითი" გაიმართება

საქართველოს პარლამენტთან 6 ივლისს, 19:00 საათზე "გირჩის" და "ბიბლიური თავისუფლების" ორგანიზებით აქცია გაიმართება.

"ჯარში მხოლოდ ის უნდა მიდიოდეს, ვინც ჯარისკაცობაზე ოცნებობს, იძულებით ჯარში გაწვევა - მონობაა.

მონობა ამორალურია!

ადამიანი არ არის მთავრობის მსახური.

ჩვენი მოთხოვნაა - დასრულდეს სავალდებულო გაწვევა!

11 მარტს, მიტინგზე, 3000 ადამიანი შევიკრიბეთ. ეს მონობის დაკანონების გასაჩერებლად არ აღმოჩნდა საკმარისი. ამჯერად, ბევრად მეტნი უნდა ვიყოთ, რადგან ეს, შესაძლოა, ბოლო შანსია, არგუმენტით და სიტყვით დავამარცხოთ ბოროტი იდეა და ახალგაზრდა ბიჭების მომავალი დავიცვათ!

თუკი არც მრავალრიცხოვანი აქცია იქნება წარმატებული, წინ ქართულ ოცნებას თავისუფალი და გაბრაზებული ადამიანების სამოქალაქო დაუმორჩილებლობა ელის, რადგან ჩვენ ვართ მართლები, ჩვენ სწორ მხარეს ვდგავართ და სრული უფლება გვაქვს, ნებისმიერი წინააღმდეგობა გავუწიოთ მონათმფლობელებსა და მონობის დამცველებს", - აცხადებენ ორგანიზატორები.

უახლესი ამბები