მალიარი - მტერი ბახმუტში რეალურად ხაფანგშია, აკონტროლებს ქალაქის დიდ ნაწილს, თუმცა გადაადგილება არ შეუძლია

ბახმუტის მიმართულებით ვითარება უკიდურესად აქტიურია, ინიციატივისთვის დუელი გრძელდება, - ამის შესახებ უკრაინის თავდაცვის მინისტრის მოადგილემ ანა მალიარმა განაცხადა.

"თავად ქალაქ ბახმუტში მტერი რეალურად ხაფანგშია, რადგან, ერთი მხრივ, ისინი აკონტროლებენ ქალაქის დიდ ნაწილს, ჩვენ კი მხოლოდ სამხრეთ-დასავლეთ ნაწილს, მაგრამ მათ არ შეუძლიათ ქალაქში გადაადგილება, რადგან ჩვენი შეიარაღებული ძალები ამის საშუალებას არ აძლევენ და რეალურად ვერ გადიან, რადგან ჩვენი შეიარაღებული ძალებიც არ აძლევენ ამის საშუალებას. ბახმუტის ირგვლივ, ფლანგების გასწვრივ, გარკვეულწილად მივდივართ სამხრეთ ფლანგზე, ბრძოლები მიდის ჩრდილოეთ ფლანგზე“, - განაცხადა მალიარმა.

მისივე თქმით, მას შემდეგ, რაც უკრაინელმა დამცველებმა ბახმუტის ირგვლივ წინსვლა დაიწყეს, მტერი იძულებულია გამოიყენოს რეზერვები, რადგან "ასე უბრალოდ არ აპირებს პოზიციების დათმობას და უარს არ ამბობს ამოცანაზე მიაღწიოს დონეცკის და ლუგანსკის რეგიონების საზღვრებს“.

"ჩვენ ვხედავთ, რომ ახლა მათი სამხედროები უარს ამბობენ ბრძოლაში წასვლაზე, ტოვებენ თავიანთ პოზიციებს. ჩვენ კი უკვე დავაფიქსირეთ დღეს, რომ ათავსებენ რაზმებს, რომლებიც უბრალოდ ზურგში ესვრიან თავისიანებს, რომ პოზიციები არ დატოვონ, ანუ ფსონები მატულობს და მდგომარეობა ძალიან მძიმეა, უკვე უბრალოდ ტოვებენ პოზიციებს მთელი ქვედანაყოფებით. ახლა  ისინი პანიკაში არიან. ეს, რა თქმა უნდა, ჩვენი სამხედრო ძალების ძალიან რთული, საფუძვლიანი მუშაობის შედეგია“, - განაცხადა მალიარმა.

მისივე თქმით, სასტიკი ბრძოლები გრძელდება ლიმანის მიმართულებით.

თავდაცვის მინისტრის მოადგილემ ფრონტზე არსებული ზოგადი მდგომარეობაც შეაჯამა და აღნიშნა, რომ უკრაინა ეტაპობრივად მიიწევს წინ. 

მსგავსი სიახლეები