მალიარი - უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა გასულ კვირას ბახმუტის გარშემო კიდევ 3 კვ.კმ. გაათავისუფლეს

უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა გასულ კვირას, ბახმუტის ირგვლივ, სამხრეთით კიდევ 3 კვ.კმ. გაათავისუფლეს, ქალაქის ჩრდილოეთით მტერი ცდილობს ჩვენი ჯარის პოზიციებიდან განდევნას, - ამის შესახებ უკრაინის თავდაცვის მინისტრის მოადგილემ ანა მალიარმა განაცხადა.

მისი თქმით, უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ჩრდილოეთ ფლანგზე მთავარი დომინანტური სიმაღლეები დაიკავეს.

"რეალურად მტერი იქ არის ჩამწყვდეული, რადგან მათ არ შეუძლიათ ბახმუტიდან გასვლა და იქ სრულად წინსვლა. ამიტომ ისინი ცდილობენ შტურმით შეაღწიონ ჩრდილოეთ ფლანგზე, რათა განდევნონ ჩვენი ჯარები. მტერი ამას ვერ აკეთებს, მაგრამ ბრძოლები გრძელდება“, - განაცხადა მინისტრის მოადგილემ.

ამავდროულად, უკრაინის ჯარები მიიწევენ სამხრეთ ფლანგზე ბახმუტის გარშემო და გასულ კვირას გაათავისუფლეს კიდევ 3 კვ.კმ.

"ერთად შეგვიძლია ვისაუბროთ გათავისუფლებულ 43 კვ.კმ-ზე ბახმუტის ირგვლივ ან ბახმუტის ფლანგების გასწვრივ“, - აღნიშნა მალიარმა.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები