"აზოვსტალის" თავდაცვის ყველა მეთაური თურქეთიდან უკრაინაში ბრუნდება

ყველა უკრაინელი მეთაური, რომელიც ხელმძღვანელობდა "აზოვსტალის" დაცვას, თურქეთიდან უკრაინაში ბრუნდება, სადაც ისინი რუსეთის ტყვეობიდან გათავისუფლების შემდეგ იმყოფებოდნენ, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა.

უკრაინაში ბრუნდებიან - დენის პროკოპენკო "რედისი" - "აზოვის" მეთაური; სერგეი ვოლინსკი "ვოლინა" - 36-ე ცალკეული საზღვაო ბრიგადის მეთაური; სვიატოსლავ პალამარ "კალინა" - "აზოვის" მეთაურის მოადგილე; ოლეგ ხომენკო - უკრაინის ეროვნული გვარდიის მაიორი; დენის შლეგა - უკრაინის ეროვნული გვარდიის პოლკოვნიკი.

რუსულმა ჯარებმა მარიუპოლის განადგურება სრულმასშტაბიანი შემოჭრის პირველივე დღიდან დაიწყეს. ქალაქი არტილერიითა და საჰაერო დარტყმებით  ფაქტობრივად განადგურდა, საბოლოოდ კი ალყა 2 მარტს შემოარტყეს. ალყაში მოქცევის შემდეგაც კი, უკრაინელი დამცველები აგრძელებდნენ მარიუპოლის დაცვას.

მარიუპოლს იცავდნენ როგორც აზოვის ჯარისკაცები, ასევე საზღვაო ქვეითები, მესაზღვრეები, პოლიციელები და სხვა ქვედანაყოფების ჯარისკაცები, საბოლოოდ დიდი მეტალურგიული ქარხანა ციხედ იქცა.

"აზოვსტალში" ბრძოლები ერთ თვეზე მეტ ხანს გაგრძელდა. მთელი ამ ხნის განმავლობაში რუსები ცდილობდნენ ქარხნის შტურმს და მუდმივად ბომბავდნენ. "აზოვსტალის" დაცვაში დახმარების თხოვნით მეთაურებმა მიმართეს საერთაშორისო პარტნიორებს, მათ შორის თურქეთს ტაქტიკური პროცედურის ორგანიზებაში, რომელიც გულისხმობს სამხედროების და სამოქალაქო პირების სწრაფ გაყვანას მტრის ტერიტორიიდან უსაფრთხო ადგილზე. როგორც წესი, ასეთი ტაქტიკა გამოიყენება ექსტრემალურ შემთხვევებში, როდესაც მთელი პერსონალი შეიძლება დაიღუპოს.

მაისის შუა რიცხვებში დამცველებს უკრაინელი ჯარისკაცების სიცოცხლის გადასარჩენად მეტალურგიული ქარხნის დატოვება უბრძანეს. "აზოვსტალის" ბუნკერებში მყოფი სამხედროები და მშვიდობიანი მოქალაქეები 5 დღის განმავლობაში ეტაპობრივად გამოვიდნენ.

აზოვსტალის დატოვების შემდეგ მეთაურები და მებრძოლები ოკუპირებულ იელენოვკაში მოხვდნენ, სადაც რუსებს ტყვეები ჰყავთ. ზოგიერთი მათგანი გაცვლის ფარგლებში უკვე სახლში დაბრუნდა, ნაწილი კი დღემდე ტყვეობაში რჩება.

2022 წლის 22 სექტემბერს ცნობილი გახდა, რომ უკრაინამ რუსული ტყვეობიდან 215 ჯარისკაცი დააბრუნა, საიდანაც 108 აზოვის მებრძოლი იყო.

ასევე, თურქეთთან დადებული ხელშეკრულებების ფარგლებში, ტყვეობიდან გაათავისუფლეს პროკოპენკო, ვოლინსკი, პალამარი, ხომენკო და შლეგა, მაგრამ შეთანხმება ითვალისწინებდა, რომ უკრაინელი მეთაურები ომის დასრულებამდე თურქეთის მფარველობის ქვეშ იქნებოდნენ, რათა თავიდან ყოფილიყო მათი დაბრუნება საბრძოლო ზონაში. უკრაინის პრეზიდენტის თურქეთში ვიზიტის და ერდოღანთან შეხვედრის შემდეგ კი მათი დაბრუნების შესახებ გახდა ცნობილი.

უახლესი ამბები