გრიგოლ გიორგაძე - თავდაცვის კოდექსის შემუშავებაში ჩართული იყვნენ როგორც ქართველი, ისე საერთაშორისო ექსპერტები

თავდაცვის მინისტრის მოადგილის გრიგოლ გიორგაძის განცხადებით, თავდაცვის კოდექსი ქართველი და საერთაშორისო პარტნიორების აქტიური მონაწილეობითა და მათი გამოცდილების გაზიარებით შემუშავდა.

"ძალიან მნიშვნელოვანია ვიცოდეთ, რომ კოდექსი მუშავდებოდა რამდენიმე წლის განმავლობაში. კოდექსის შემუშავებაში ჩართული იყვნენ როგორც ქართველი, ისე საერთაშორისო ექსპერტები. ასევე, შეთანხმება მოხდა ჩვენს ნატოელ პარტნიორებთან და პარტნიორ სახელმწიფოებთან, ორგანიზაციებთან. აშშ-ისა და ნატოს დახმარებით, გვაქვს შემუშავებული და დამტკიცებული თავდაცვის ძალების განვითარების 10-წლიანი გეგმა და სწორედ იმ გეგმებისთვის, რეფორმებისთვის, რაც ემსახურება თავდაცვისუნარიანობის გაძლიერებას, აუცილებელია სამართლებრივი საფუძვლების შექმნა“, - განაცხადა გრიგოლ გიორგაძემ. 

მინისტრის მოადგილის განმარტებით, ახალი კოდექსი სამხედროებისთვის მნიშვნელოვან სოციალურ გარანტიებს  ადგენს და ზრდის ნატოსთან ურთიერთთავსებადობას.

მან საზოგადოებას მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ სამწუხაროდ, კონკრეტული პოლიტიკური ორგანიზაციები აღნიშნულ საკითხს ვიწრო პოლიტიკური ინტერესებისთვის იყენებენ. "მხოლოდ „გირჩი“ რჩება, რომელიც დისკრედიტაციას უკეთებს ამ კოდექსს. სხვა დანარჩენი, აშშ, ნატოელი პარტნიორები თუ სხვა ექსპერტები, ყველა მხარდაჭერას უცხადებს თავდაცვის კოდექსს, ვინაიდან ეს ემსახურება თავდაცვისუნარიანობის გაძლიერებას და ნატოსთან თავსებადობის ამაღლებას“, - განაცხადა გრიგოლ გიორგაძემ.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები