გრიგოლ გიორგაძე - "თავდაცვის კოდექსის" პროექტი თავდაცვისუნარიანობის გაძლიერებასა და სამხედროებისთვის სოციალური გარანტიების დაწესებას გულისხმობს

"თავდაცვის კოდექსის პროექტი თავდაცვისუნარიანობის გაძლიერებასა და სამხედროებისთვის სოციალური გარანტიების დაწესებას გულისხმობს“, - აღნიშნულის შესახებ თავდაცვის მინისტრის მოადგილემ გრიგოლ გიორგაძემ პარლამენტში „თავდაცვის კოდექსის“ განხილვამდე ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა. 

მისი განცხადებით, აღნიშნული საკანონმდებლო აქტის მიღება, თავდაცვის ძალების უფრო მეტ განვითარებასა და წინსვლას განაპირობებს.  

"ძალიან მნიშვნელოვანია, რომ დავასრულოთ თავდაცვის კოდექსის პროექტის განხილვები, ვინაიდან ამ კოდექსის მიღება უმნიშვნელოვანესია და ეს არის ეროვნული ინტერესი, რადგან ის ემსახურება თავდაცვისუნარიანობის გაძლიერებას, სამხედროებისთვის სოციალური გარანტიების დაწესებასა და გაუმჯობესებას, ნატოსთან თავსებადობის ამაღლებას. ეს ყველაფერი არის ეროვნული ინტერესი და შესაბამისად ძალიან მნიშვნელოვანია ამ საკანონმდებლო აქტის მიღება, რაც განაპირობებს კიდევ უფრო მეტ განვითარებას და წინსვლას ჩვენი თავდაცვის ძალების, ვინაიდან ყველა რეფორმას და იმ პროგრესს რაც მიმდინარეობს და დაგეგმილია, სჭირდება შესაბამისი სამართლებრივი საფუძვლები“, - განაცხადა გრიგოლ გიორგაძემ.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები