ნატო-საქართველოს წვრთნებისა და შეფასების ერთობლივ ცენტრში (JTEC) მიზანში სროლის მწვრთნელის კურსი დასრულდა

საქართველოს თავდაცვის ძალების წვრთნებისა და სამხედრო განათლების სარდლობის ნატო-საქართველოს  წვრთნებისა და შეფასების ერთობლივ ცენტრში (JTEC) მიზანში სროლის მწვრთნელის ერთთვიანი კურსი დასრულდა. 

კურსს ბრიტანელ სამხედრო მრჩეველთა ჯგუფი (BMATT) უძღვებოდა და მასში 60 სამხედრო მოსამსახურე მონაწილეობდა. 

სწავლება ორ ეტაპად ჩატარდა და თეორიულ და პრაქტიკულ მეცადინეობებს მოიცავდა.

თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, კურსის განმავლობაში მსმენელებმა სროლის უნარ-ჩვევები განავითარეს და სწავლების მეთოდები აითვისეს. მიღებული ცოდნა მათ საშუალებას მისცემს, გამოცდილება სხვა სამხედრო მოსამსახურეებსაც გაუზიარონ. 

"კრწანისის“ სასროლეთზე კურსის მონაწილეებმა სხვადასხვა სირთულის სავარჯიშოები შეასრულეს როგორც შაშხანით, ასევე პისტოლეტით სროლაში და ბრიტანელი ინსტრუქტორების მხრიდან მაღალი შეფასება დაიმსახურეს.