41-ე ბატალიონმა წვრთნისა და შეფასების პროგრამა წარმატებით დაასრულა

საქართველოს თავდაცვის ძალების ქვედანაყოფებისთვის  წვრთნისა და შეფასების პროგრამა გრძელდება. ამჯერად პროგრამა აღმოსავლეთ სარდლობის მე-4 ქვეითი ბრიგადის 41-ე ქვეითმა ბატალიონმა გაიარა. წვრთნა სამი ფაზისგან შედგებოდა, რომელიც  ბატალიონის საბრძოლო სროლებით დასრულდა. პირველი ეტაპი სამეთაურო-საშტაბო სწავლებას მოიცავდა, მეორე ეტაპი კი საველე-სიტუაციურ სწავლებას დაეთმო.

დასკვნით საჩვენებელ სწავლებაში  მონაწილე  სხვადასხვა სტრუქტურულმა ერთეულმა  საბრძოლო ვაზნების გამოყენებით შეყოვნებისა და ბლოკირების ოპერაციები შეასრულეს, რომელსაც მე-4 ქვეითი ბრიგადისა და ნატო-საქართველოს ერთობლივი ცენტრის (JTEC) ხელმძღვანელი პირები და ინსტრუქტორები დაესწრნენ. საჩვენებელი სწავლების დასრულების შემდეგ, მე-4 ქვეითი ბრიგადის მეთაურმა, პოლკოვნიკმა გიგა ჯინჭარაძემ და JTEC-ის მეთაურმა პოლკოვნიკმა დავით გაგუამ პირად შემადგენლობას სიტყვით მიმართეს და წვრთნის წარმატებით დასრულება მიულოცეს.

საქართველოს თავდაცვის მზადყოფნის პროგრამის წვრთნის კომპონენტის (GDRP-T) დასრულების შემდეგ, თავდაცვის ძალების ქვედანაყოფები გადამზადებას გადიან. წვრთნისა და შეფასების პროგრამა, რომელსაც JTEC-ის საბრძოლო მომზადების ცენტრი ახორციელებს, ბატალიონების მზადყოფნისა და საბრძოლო მომზადების დონის ამაღლებას ისახავს მიზნად.

მსგავსი სიახლეები