სალომე სამადაშვილი - ​როდესაც ბელგია იღებს მსგავს გადაწყვეტილებას, რომ საქართველო არ არის უსაფრთხო ქვეყანა, არსებობს საფრთხე, მოჰყვეს სხვა ქვეყნების გადაწყვეტილებაც

ჩვენი ქვეყნის რუსული ხელისუფლება ყველაფერს აკეთებს, რათა საქართველო ევროპულ ორბიტას საბოლოოდ ჩამოშორდეს, - ამის შესახებ ოპოზიციონერმა დეპუტატმა სალომე სამადაშვილმა განაცხადა.

"მსურს ვისაუბრო, გადაწყვეტილებაზე, რომელიც მიიღო ბელგიამ და რომელიც კიდევ ერთხელ ადასტურებს იმას, რომ ჩვენს ქვეყანას ჰყავს ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს და არა საქართველოს.

ბელგიამ მიიღო გადაწყვეტილება, რომ საქართველო ამოიღოს იმ ქვეყნების ჩამონათვალიდან, რომელიც ითვლება უსაფრთხო ქვეყნებად ევროკავშირში. ეს გადაწყვეტილება მიიღო ბელგიამ იმიტომ, რომ საქართველოს დღევანდელი ხელისუფლება ვერ უზრუნველყოფს ჩვენს ქვეყანაში კანონის უზენაესობას, ვერ უზრუნველყოფს საკუთარი მოქალაქეებისთვის მინიჭებული უფლებების დაცვას და, შესაბამისად, ბელგიამ მიიღო გადაწყვეტილება, რომ საქართველოს მოქალაქეებისთვის ლტოლვილის სტატუსის მინიჭება მათთვის შესაბამისი მიმართვის შედეგად მოხდეს გამარტივებული პროცედურით, როგორც მოქალაქეებისთვის, რომლებიც ცხოვრობენ ქვეყანაში, სადაც მათ საკუთარი ხელისუფლება ვერ იცავს.

რატომ არის საგანგაშო ეს გადაწყვეტილება, მე მინდა ხაზგასმით ვთქვა, რომ მათ შორის, პირველ რიგში, გამოწვევა, რომელსაც წარმოადგენს გადაწყვეტილება უკავშირდება უვიზო მიმოსვლას ჩვენს ქვეყანასა და ევროკავშირს შორის. იმისთვის, რომ საქართველომ შეინარჩუნოს უვიზო მიმოსვლა ევროკავშირთან. მრავალწლიანი შრომის შედეგად მიღებული შესაძლებლობა საქართველოს მოქალაქეებისთვის, რომ უვიზოდ იმოგზაურონ ევროკავშირის წევრ ქვეყნებში, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ საქართველო სწორედ ითვლებოდეს უსაფრთხო ქვეყნად ევროკავშირის ქვეყნებს შორის.

​როდესაც ბელგია იღებს მსგავს გადაწყვეტილებას და ამბობს, რომ საქართველო არ არის მისი მოქალაქეებისთვის უსაფრთხო ქვეყანა, საფრთხე არსებობს ძალიან სერიოზული, რომ ბელგიას თან მიჰყვეს სხვა ქვეყნების გადაწყვეტილებაც და არც ისაა გამორიცხული, რომ რომელიმე მათგანმა დღის წესრიგში დააყენოს უვიზო მიმოსვლის შეჩერების მექანიზმის ამუშავების საკითხი. ჩვენი ქვეყნის რუსული ხელისუფლება ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ საქართველო საბოლოოდ ჩამოშორდეს ევროპულ ორბიტას და ევროპულ სივრცეს", - განაცხადა სამადაშვილმა. 

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები