სალომე სამადაშვილი - ამ ქვეყანაში ახლა სახელმწიფო ღალატი მიმდინარეობს, რომელსაც პარლამენტში აფორმებს რუსული უმრავლესობა

პაპუაშვილი არის სერგო ორჯონიკიძე, ფილიპე მახარაძე და საერთოდ ამ ქვეყნის ყველა მოღალატის ინკარნაცია. ამ ქვეყანაში ახლა სახელმწიფო ღალატი მიმდინარეობს, - ამის შესახებ ოპოზიციონერმა დეპუტატმა სალომე სამადაშვილმა პლენარული სხდომიდან გაძევების შემდეგ განაცხადა.

მისი თქმით, აქვს ინფორმაცია, რომ  ბრიუსელში სერიოზული საუბარი მიდის უვიზო რეჟიმის შეჩერებასთან დაკავშირებით.

"შალვა პაპუაშვილი პაპუაშვილი კი არ არის სინამდვილეში, ის არის სერგო ორჯონიკიძე, ფილიპე მახარაძე და საერთოდ ამ ქვეყნის ყველა მოღალატის ინკარნაცია. ამ ქვეყანაში ახლა სახელმწიფო ღალატი მიმდინარეობს, რომელსაც საქართველოს პარლამენტში აფორმებს რუსული უმრავლესობა. ჩემი შეკითხვა შეეხებოდა იმას, რომ გუშინ პუტინის მთავარი იდეოლოგი, დუგინი მიესალმა საქართველოს ხელისუფლებას, თქვა, რომ საქართველოს პარლამენტის კედლებს ახლა ასკდებიან უცხოელი აგენტები და რა თქმა უნდა, მთავრობამ ახლა მათ არაფერი არ უნდა დაუთმოს. ამის პარალელურად ჩვენ ევროკავშირის მკაფიო პოზიცია მოვისმინეთ, მიიღება ეს კანონი და შეწყდება საქართველოსთან ყოველგვარ ევროპულ მომავალზე საუბარი და გაუქმდება უვიზო მიმოსვლა, სავარაუდოდ. ჩემი ინფორმაციით, ბრიუსელში ამაზე უკვე სერიოზული საუბარი მიდის, რომ უვიზო რეჟიმი უნდა შეჩერდეს", - განაცხადა სალომე სამადაშვილმა.

პარლამენტის თავმჯდომარემ სხდომათა დარბაზი თაკო ჩარკვიანსაც დაატოვებინა.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები