"ფორმულას" ჟურნალისტზე ძალადობაში ბრალდებული ქალი 3 000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს

ბათუმის საქალაქო სასამართლომ "ფორმულას" ჟურნალისტზე სალომე ბოკუჩავაზე ძალადობაში ბრალდებული ქალი 3 000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლა.

15 ივლისს ბათუმში 13 წლის შვილის გაუპატიურებაში ბრალდებულის დედამ "ფორმულას" ჟურნალისტზე სალომე ბოკუჩავაზე იძალადა.

შემთხვევა მაშინ მოხდა, როცა ჟურნალისტი სიუჟეტის მოსამზადებლად ბრალდებულის ოჯახში მივიდა. მას ქალმა რამდენჯერმე დაარტყა ხელი თავსა და სახეში, ასევე, მიაჯახა კედელს და ხელს უშლიდა პროფესიული საქმიანობის განხორციელებაში.

17 ივლისს, სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა "ფორმულას" ჟურნალისტს სალომე ბოკუჩავას დაზარალებულის სტატუსი მიანიჭა.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები