ირაკლი ტაბლიაშვილი გამოკითხვაზე იმყოფება

ჟურნალისტი, "ფორმულას" წამყვანი ირაკლი ტაბლიაშვილი პოლიციის განყოფილებაში გამოკითხვაზე დაიბარეს.

ტაბლიაშვილის თქმით, მას რამდენიმე დღეა, სხვადასხვა ნომრიდან უკავშირდებიან რუსულენოვანი მოქალაქეები და ემუქრებიან.

ბოლო ასეთი სატელეფონო ზარის შემდეგ, ჟურნალისტმა პოლიციას მიმართა.

გამოკითხვაზე შესვლამდე ტაბლიაშვილმა აღნიშნა, რომ ის საგამოძიებო უწყებებთან ითანამშრომლებს.

"ცხადია, თანამშრომლობისთვის მზად ვარ. გუშინ, დაახლოებით საღამოს 6 საათზე დამიკავშირდა რუსულენოვანი მოქალაქე, მაღალი ალბათობით, ეროვნებით რუსი. ჰქონდა ქართული ტელეფონის ნომერი, მას შემდეგ, რაც სცადა კომუნიკაცია და მე უარი ვუთხარი ამაზე და ვუთხარი უხეშადაც იმიტომ, რომ არ მსურდა მასთან კომუნიკაცია. ის დამემუქრა სახლთა ოპერატიული ბრიგადების მოგზავნით", - განაცხადა ტაბლიაშვილმა.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები