რეზნიკოვი - კონტრშეტევა გრაფიკს ჩამორჩება, მაგრამ გეგმის მიხედვით მიდის

უკრაინის კონტრშეტევა გრაფიკს ჩამორჩება, მაგრამ ზოგადად გეგმის მიხედვით მიდის. ამის შესახებ უკრაინის თავდაცვის მინისტრმა ოლექსი რეზნიკოვმა CNN-თან ინტერვიუში განაცხადა.

მისი თქმით, მას არ აშფოთებს ფრონტზე არსებული სიტუაცია, რადგან ეს არის "მცდარი აზრი, რომ ყოველი კონტრშეტევა უნდა იყოს სწრაფი".

მან ასევე დაასახელა უკრაინის კონტრშეტევის საერთო ტემპის შენელების მიზეზები - საბრძოლო მასალის, მათ შორის არტილერიის, ისევე როგორც თავად საარტილერიო სისტემების ნაკლებობა, მაგრამ არა მხოლოდ ეს.

"არის საჰაერო თავდაცვის საკითხი. საქმე ისაა, რომ ჩვენ ასევე გვაქვს ძალიან გრძელი ფრონტის ხაზი. ჩვენ წინააღმდეგ დიდი რაოდენობის მტერია. ასე რომ, ეს არის ომი და არა კომპიუტერული თამაში. ჩვენი გენერლები, ჩვენი მეთაურები ხედავენ რეალურ ვითარებას ბრძოლის ველზე. და კიდევ ერთხელ უნდა გავიმეორო, რომ ჩვენთვის მთავარი ღირებულება ჩვენი ჯარისკაცების სიცოცხლეა", - განაცხადა რეზნიკოვმა.

რუსეთის თავდაცვის პოზიციების უწყვეტი დანაღმვის პრობლემაზე საუბრისას, თავდაცვის სამინისტროს ხელმძღვანელმა აღნიშნა, რომ უკრაინულ ნაწილებს ხელით უწევთ საველე გზების გაწმენდა.

"ჩვენ უნდა გამოვიყენოთ ჩვენი ჯარისკაცები, მესაზღვრეები ძალიან ნელა და დერეფნები მოვამზადოთ რეალური შეტევითი მოძრაობისთვის”, - განაცხადა რეზნიკოვმა და დასძინა, რომ სხვადასხვა ადგილას ეს აქტივობა რუსებს დააბნევს მთავარ მიმართულებასთან დაკავშირებით, რომლითაც შეიარაღებული ძალები წავა.

მსგავსი სიახლეები