რეზნიკოვი - F-16-ებზე უკრაინელი მფრინავების მომზადება დაიწყო

უკრაინელმა მფრინავებმა, ინჟინრებმა და ტექნიკოსებმა უკვე დაიწყეს ამერიკული F-16 საბრძოლო თვითმფრინავების მომზადება. სასწავლო პროგრამა მოიცავს ინგლისური ენის სწავლებას, რადგან საბაზისო დონე საკმარისი არ არის,  - ამის შესახებ უკრაინის თავდაცვის მინისტრმა ოლექსი რეზნიკოვმა განაცხადა.

რეზნიკოვმა აღნიშნა, რომ წვრთნების დეტალებზე არ ისაუბრებს.

მისივე თქმით, საავიაციო კოალიციაში 11 პარტნიორი ქვეყანა შევიდა. უკრაინელი მფრინავების, ტექნიკოსების და ინჟინრების მომზადების პროექტში კი ნიდერლანდები და დანია ლიდერობენ.

უკრაინის თავდაცვის მინისტრის თქმით, სწავლის დასრულების შესახებ ინსტრუქტორები განაცხადებენ, როდესაც ნახავენ, როგორ აითვისეს ახალი უნარები უკრაინელმა სამხედროებმა და ტექნიკურმა პერსონალმა.

"სწავლის სახით მომზადების ეს პერიოდი დაიხარჯება, რათა გაგრძელდეს პროექტი იმის გასაგებად, თუ როდის გვექნება უშუალოდ თვითმფრინავები. ასევე, რაც მთავარია რამდენი“, – განაცხადა რეზნიკოვმა.

უკრაინის ოფიციალური პირები და სამხედროები საკმაოდ დიდი ხანია, სთხოვენ დასავლელ მოკავშირეებს თანამედროვე გამანადგურებლების მიწოდების დაწყებას. ისინი აუცილებელია უკრაინისთვის, რათა დაიცვას თავი მუდმივი რუსული დაბომბვისგან, ასევე კონკურენცია გაუწიოს რუსულ ავიაციას.

17 აგვისტოს აშშ-მა F-16-ების დანიიდან და ნიდერლანდებიდან უკრაინაში გაგზავნის ნებართვა გასცა.

გარდა ამისა, აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოების მრჩეველმა ჯეიკ სალივანმა განაცხადა, რომ უკრაინას ამერიკული F-16-ები პილოტების მომზადების დასრულების შემდეგ მიეწოდება.

მსგავსი სიახლეები