29-30 ივლისს ბათუმში რუსებისთვის უძრავი ქონების გამოფენა-გაყიდვა ჩატარდება

29-30 ივლისს ბათუმში რუსებისთვის უძრავი ქონების გამოფენა-გაყიდვა ჩატარდება. ინფორმაცია ღონისძიების ორგანიზატორის People - Real Estate-ის ვებგვერდზეა განთავსებული.

სარეკლამო კამპანიის სახე რუსეთში მცხოვრები მომღერალი ირაკლი ფირცხალავაა, რომელიც ვიდეომიმართვას ავრცელებს და აღნიშნავს, რომ გამოფენა-გაყიდვის შემდეგ, მისი კონცერტიც გაიმართება.

საიტზე თავდაპირველად განთავსებულ ინფორმაციაში ეწერა, რომ ღონისძიებაში მონაწილეობას მიიღებდნენ სამშენებლო კომპანიები: "არქი", "გუმბათი ჯგუფი", "მეტრო სითი ბათუმი", "ტერასა ჯგუფი", "დრიმლენდ ოაზის ჩაქვი", "გრინ კაფე ბათუმი" და სხვა.

კომპანია "არქის" გენერალური დირექტორი შიო ხეცურიანი აცხადებს, რომ ბათუმში რუსებისთვის ორგანიზებულ უძრავი ქონების გამოფენა-გაყიდვაში მონაწილეობაზე უარი განაცხადეს, თუმცა კომპანიის ლოგო და სახელი ნებართვის გარეშე გამოიყენეს.

"არქის" გარდა, "გუმბათმა" გაავრცელა ინფორმაცია და აღნიშნა, რომ კომპანია ბათუმში რუსეთის მოქალაქეებისთვის ორგანიზებულ უძრავი ქონების გამოფენაში მონაწილეობას არ იღებს და რუსულმა უძრავი ქონების კომპანია PEOPLE-REAL ESTATE-მა მათი სახელი და ლოგო უნებართვოდ გამოიყენა.

"არქის" და "გუმბათი ჯგუფის" ლოგოები ღონისძიების საიტზე აღარ იძებნება. 

განახლება: მოგვიანებით ცნობილი გახდა, რომ გამოფენა-გაყიდვა გაურკვეველი ვადით გადაიდო.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები