მაია ბუწაშვილი - არასწორია შენი ქვეყნის მოქალაქეებთან ჩხუბი, როცა მათივე დაქირავებული ხარ, მათ უფლება აქვთ დაგისვან ნებისმიერი კითხვა

არასწორია შენი ქვეყნის მოქალაქეებთან ჩხუბი, როცა მათივე დაქირავებული ხარ. მათ უფლება აქვთ დაგისვან ნებისმიერი კითხვა - სამართლიანი, არასამართლიანი, მწვავე, კრიტიკული. მათ შორის (და კიდევ უფრო მეტადაც) ასეთ მძიმე დღეებში. სწორედ კრიტიკულ სიტუაციებში ჩნდება მწვავე კითხვები, თორემ სიმშვიდის პერიოდში (აღარც ვიცი ჩვენს ქვეყანას ასეთი თუ გააჩნია საერთოდ), კითხვებიც ნაკლებია, - წერს სოციალურ ქსელში ინფექციონისტი მაია ბუწაშვილი.

"მეც მისვამენ ძალიან მნიშვნელოვან თუ ძალიან უცნაურ, სამართლიან თუ უსამართლო შეკითხვებს პაციენტები, ვუსმენ და შეძლებისდაგვარად ვპასუხობ. ჩემი მოვალეობაა და არ ვეჩხუბები. იშვიათად შეიძლება ნერვებმა მიმტყუნოს და ამ დროს აბსოლუტურად არ ვარ მართალი, ისევე როგორც დღევანდელ სიტუაციაში ნებისმიერ შეკითხვაზე სარკასტული და გაღიზიანებული ტონით მოპასუხე "უზენაესი" პირები არ არიან მართალი.

წარმოიდგინეთ, პანდემიის დროს რომ არ დაგვესვა კრიტიკული შეკითხვები. მაშინაც გვეუბნებოდნენ, ხალხი კვდება, რა დროს კითხვებიაო. მაგ ლოგიკით პანდემიის დასრულებას უნდა დავლოდებოდით და მაგალითად, არ გაგვეპროტესტებინა სრულიად უგუნური მესიჯი, რომელიც ისმოდა შესაბამისი სტრუქტურებიდან - "ტესტირება არ არის პანაცეა", მხოლოდ იმიტომ, რომ ტესტების პრობლემა იყო ქვეყანაში.

თუ გაჩნდა მოსაზრება (მაგალითად, ხომ არ იყო მდინარის კალაპოტი ჩახერგილი და იქიდან წამოვიდა ეს მასა და რომ ცოტა ადრე შეიძლებოდა ადამიანების გაფრთხილება), ამაზე მოთმინებით უნდა ვუპასუხოთ და არა გესლიანად. ეს არ არის ინტრიგნული შეკითხვა, ყველას გვაინტერესებს, მით უმეტეს, რომ თბილისში ზუსტად ასეთი რამ ერთხელ უკვე დაგვემართა და ვშიშობთ, რომ ანალოგიური შეიძლება განმეორდეს. ასეთი მოსაზრებები და კითხვები ბევრია. ან ვერტმფრენებს რომ ითხოვს ხალხი, ამაზე რატომ გვიბრაზდებით? ასეთი შეუძლებელი არ მგონია, რომ თითო რეგიონს თითო ვერტმფრენი მაინც ჰყავდეს. გასაგებია, რომ შეიძლება ასეთი ტალახის მასაში მაინც რთული ყოფილიყო ადამიანების პოვნა, მაგრამ იმ რამდენიმე საათის დაგვიანებით ჩაფრენილმა ვერტმფრენმა ხომ გააკეთა დიდი საქმე? მით უმეტეს ასეთ რთულ რეგიონში უფრო ახლოს რატომ არ უნდა იყოს ვერტმფრენი? თბილისის წყალდიდობის დროსაც გვიმტკიცებდნენ, ვერტმფრენი რას უშველიდაო. რანაირად, სახურავზე მდგომი და შველის მოლოდინში მყოფი ხალხი რომ წყალში ჩაიხრჩო, იმათ რატომ ვერ უშველიდა?

მაშველებს არავინ ერჩის. პირიქით, ისინიც გაუმართავი სისტემის მსხვერპლები შეიძლება გახდნენ ყოველ წუთში. რა უბედურებაა მუდმივად იმის გამეორება, რომ სხვა ქვეყნებშიც ხდება ასეთი მოვლენები. კი, ხდება, და თუ იქაც არ მოიქცევა სათანადოდ ოპერატიულად მთავრობა, იქაც სვამს კრიტიკულ შენიშვნებს ხალხი და ითმენს მთავრობა ამ კრიტიკას. ამერიკაში კატრინას დროს დაშვებულ შეცდომებზე დღემდე ლაპარაკობენ და ამ შეცდომებზე სწავლობს შესაბამისი სტრუქტურები. ჩვენთან ჩვენსავე შეცდომებზეც კი ვერ ვსწავლობთ.

გარდაცვლილთა ოჯახებს ვუსამძიმრებ. საქართველოს კი ვუსურვებ ბუნებამ მაინც დაგვანებოს თავი და ნუღარ განგვირისხდება ასე მკაცრად ჩვენი შეცდომების გამო", - წერს ბუწაშვილი.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები

<iframe src="https://www.facebook.com/plugins/post.php?href=https%3A%2F%2Fwww.facebook.com%2Fmaia.butsashvili%2Fposts%2Fpfbid02xqw2zVZJE4kBnCuT1qxwF1tr9RyTexp6Aex2ayv2YLn4p9AzoUMbZFCj5XeNjtNAl&show_text=true&width=500" width="500" height="310" style="border:none;overflow:hidden" scrolling="no" frameborder="0" allowfullscreen="true" allow="autoplay; clipboard-write; encrypted-media; picture-in-picture; web-share"></iframe>