ზვიად შალამბერიძე - კიდევ ერთხელ პატივს მივაგებთ გმირ ჯარისკაცებს, რომელთაც საკუთარი სიცოცხლე შესწირეს ქვეყნის ტერიტორიულ მთლიანობას

იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულმა ზვიად შალამბერიძემ 2008 წლის აგვისტოს ომში დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგო.

"საქართველოში რუსეთის შეიარაღებული აგრესიიდან 15 წელი გავიდა და  დღეს ჩვენ, კიდევ ერთხელ პატივს მივაგებთ იმ გმირ ჯარისკაცებს, რომელთაც საკუთარი სიცოცხლე  შესწირეს ჩვენი ქვეყნის ტერიტორიულ მთლიანობას.

წელს განსაკუთრებით მძიმეა ეს დღეები ჩვენთვის რაჭაში განვითარებული ტრაგედიიდან გამომდინარე, სადაც ძალიან, ბევრი ჩვენი თანამოქალაქე  დაიღუპა. სტიქიის ზონაში ჯერ კიდევ მიმდინარეობს სამძებრო სამუშაოები. გულით ვუსამძიმრებ დაღუპულთა ოჯახებს, მათ ახლობლებს და მთელს საქართველოს", - განაცხადა შალამბერიძემ.

სასულიერო პირებმა რუსეთ-საქართველოს ომში დაღუპულ გმირთა სულის მოსახსენებელი პარაკლისი გადაიხადეს.

დაღუპულთა ხსოვნის პატივსაცემად, სახელმწიფო დროშები დაშვებულია ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე არსებულ ადმინისტრაციულ შენობებზე.

2008 წლის აგვისტოს ომმა 400-ზე მეტი ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა. ომში დაიჭრა და დაშავდა 2 232 პირი, მათგან 1 045 – სამხედრო მოსამსახურე.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები