"ისტორიული სამართლიანობა აღდგენილია" - ზმეინის კუნძულზე სასაზღვრო ნიშანი დამონტაჟდა

ზმეინის კუნძულზე სასაზღვრო ნიშანი დამონტაჟდა, - ინფორმაციას სოციალურ ქსელში იზმაილის სასაზღვრო რაზმი ავრცელებს.

"სახელმწიფო სასაზღვრო სამსახურის სამხედროებმა თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის მთავარი სამმართველოს სამხედრო მოსამსახურეების სრული მხარდაჭერით აღადგინეს ისტორიული სამართლიანობა“, - აღნიშნულია განცხადებაში.

უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრიდან მალევე რუსები თავს დაესხნენ ზმეინის კუნძულს სარაკეტო კრეისერის "მოსკოვის" დახმარებით. ოკუპანტები უკრაინელ მესაზღვრეებს მკვლელობით დაემუქრნენ, თუ ისინი არ დაყრიდნენ იარაღს და არ გამორთავდნენ სარადარო სისტემებს. უკრაინელი მესაზღვრეების პასუხი იყო  ფრაზა, რომელიც უკრაინის წინააღმდეგობის მთავარი სიმბოლო გახდა.

2022 წლის 30 ივნისს ოკუპანტები კუნძულიდან გაიქცნენ. უკრაინის ჯარების მორიგი წარმატებული ოპერაციის შემდეგ, მტერმა ნაჩქარევად მოახდინა გარნიზონის ნარჩენების ევაკუაცია. შედეგად, ამან უკრაინის შეიარაღებულ ძალებს საშუალება მისცა სრულად გაეთავისუფლებინათ ოდესის რეგიონი დამპყრობლებისგან, ასევე გაეხსნა "მარცვლეულის დერეფანი“.

სიმბოლურად ომის 500-ე დღეს პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ზმეინიზე ჩავიდა. უკრაინელ მეთაურებთან ერთად მან პატივი მიაგო იმ გმირების ხსოვნას, რომლებმაც კუნძული დამპყრობლებისგან გაათავისუფლეს.

უახლესი ამბები