უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა "ზმეინისთან" რუსული ბომბდამშენი Су-24М ჩამოაგდეს

უკრაინის თავდაცვის ძალებმა კუნძულ "ზმეინისთან" რუსული ბომბდამშენი Су-24М გაანადგურეს.

ინფორმაციას უკრაინის საჰაერო ძალების მეთაური ნიკოლაი ოლეშჩუკი და უკრაინის საზღვაო ძალების სპიკერი დიმიტრი პლეტენჩუკი ავრცელებენ.

"სამხრეთის საჰაერო სარდლობის წარმატებული ოპერაციის წყალობით, უკრაინულმა საზენიტო-სარაკეტო ქვედანაყოფმა "რუსული ხომალდის" კვალზე რუსული ბომბდამშენი გაგზავნეს“, - წერს ოლესჩუკი.

პლეტენჩუკის თქმით, განადგურებული თვითმფრინავი მარცვლეულის დერეფნის დასაზიანებლად მოქმედებდა.

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენშტაბის 5 დეკემბრის მონაცემებით, ომის დაწყებიდან დღემდე განადგურებულია რუსეთის საოკუპაციო ძალების 323 თვითმფრინავი და 324 ვერტმფრენი, ასევე ლიკვიდირებულია რუსეთის არმიის 333 840 ჯარისკაცი.

უახლესი ამბები