ინდოეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა განმარტა, რატომ არ მიიწვიეს უკრაინა G20-ის სამიტზე

უკრაინა არ მოხვდა G20-ის სამიტზე მიწვეული ქვეყნების სიაში, რომელიც ინდოეთში გაიმართება. ეს გამოწვეულია იმით, რომ ასეთი ფორმატი არ არის შექმნილი უსაფრთხოების საკითხების განსახილველად, - ამის შესახებ ინდოეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სუბრაჰმანიამ ჯაიშანკარიმ განაცხადა.

მისი თქმით, ინდოეთმა სამიტზე მიიწვია ცხრა ქვეყანა - ესპანეთი, ბანგლადეში, ნიგერია, მავრიკი, ეგვიპტე, ნიდერლანდები, ომანი, სინგაპური და არაბთა გაერთიანებული საამიროები. ამ ქვეყნების და G20-ის წევრების გარდა, სამიტში მონაწილეობის უფლება არცერთ სხვა ქვეყანას არ ექნება.

"G20 არის გლობალური ეკონომიკური ზრდისა და განვითარების პრობლემების ჯგუფი. ეს არის სამიტი, სადაც განიხილება ენერგეტიკის, სასუქების, საკვების მიწოდების პრობლემები. ეს არის G20 და არა გაეროს უშიშროების საბჭო", - განაცხადა ჯაიშანკარიმ.

სამიტი 9-10 სექტემბერს გაიმართება.