რუსი მილიონერი ინდოეთის ერთ-ერთი სასტუმროში, ფანჯრიდან გადავარდნის შედეგად დაიღუპა

რუსი მილიონერი ინდოეთში ერთ-ერთი სასტუმროს ფანჯრიდან გადავარდნის შედეგად გარდაიცვალა. 

"ბიბისის“ ინფორმაციით, ხორცპროდუქტების ბიზნესის მფლობელი ბიზნესმენი პაველ ანტოვი, ინდოეთის აღმოსავლეთით მდებარე ოდიშას შტატში დაიღუპა, სადაც დაბადების დღეს აღნიშნავდა. 

რუსული მედიის ცნობით, რამდენიმე დღით ადრე ამავე სასტუმროში მისი ბიზნესპარტნიორი ვლადიმირ ბუდანოვი დაიღუპა. პოლიციის ცნობით, მისი გარდაცვალების მიზეზი გულის შეტევა გახდა.

ცნობილია, რომ ბიზნესმენმა სოციალურ ქსელში უკრაინაში რუსეთის შეჭრა გააკრიტიკა, თუმცა მეორე დღეს მან ეს უარყო.

პაველ ანტოვი 65 წლის იყო და მისი ქონება 140 მილიონ დოლარად იყო შეფასებული.

მილიონერის სიკვდილი ერთ-ერთია რუსი მაგნატების უცნაური გარდაცვლებების სერიაში, რომელიც უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ დაიწყო. ბევრი მათგანი ომს ღიად აკრიტიკებდა.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები