აფხაზეთის მთავრობის წარმომადგენლები ხანიას მუნიციპალიტეტის მერს შეხვდნენ

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოადგილე ანზორ მარგიანი და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იძულებით გადაადგილებულ პირთა მინისტრი დავით ფაცაცია საბერძნეთში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, ხანიას მუნიციპალიტეტის მერს პანაღიოტი სიმანდირაკისს შეხვდნენ.

შეხვედრაზე საუბარი მხარეებს შორის არსებულ პარტნიორულ ურთიერთობებსა და შემდგომი თანამშრომლობის საკითხებს შეეხო. გამოითქვა მზადყოფნა აფხაზეთიდან დევნილი მოზარდების მხარდამჭერი ღონისძიებების ერთობლივად განხორციელების მიზნით, თანამშრომლობის კიდევ უფრო მეტად გაღრმავებაზე. 

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენლებმა ხანიას მუნიციპალიტეტის მერს თანადგომისა და აფხაზეთიდან დევნილი მოზარდებისთვის საერთაშორისო ბანაკის მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადეს.

შეხვედრას ესწრებოდნენ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იძულებით გადაადგილებულ პირთა მინისტრის პირველი მოადგილე გურამ მისაბიშვილი, აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა-დევნილთა მომსახურების სააგენტოს დირექტორი სალომე დოლიძე და პროტოდიაკონი მირიან სხირტლაძე.

"მოხარული ვარ, რომ მხარეებმა გამოვხატეთ მზადყოფნა აფხაზეთიდან დევნილი მოზარდების საჭიროებებზე ორიენტირებული ღონისძიებების ერთობლივად განხორციელების მიზნით თანამშრომლობის კიდევ უფრო მეტად გაღრმავებაზე. მადლობას ვუხდი ხანიას მუნიციპალიტეტის მერს ჩვენი თანადგომისა და აფხაზეთიდან დევნილი მოზარდებისთვის საერთაშორისო ბანაკის მხარდაჭერისთვის. დარწმუნებული ვარ, ჩვენი ერთობლივი ძალისხმევით შევძლებთ მეტი ღონისძიებების განხორციელებას აფხაზეთიდან დევნილი მოზარდების მხარდაჭერის მიზნით“, - განაცხადა დავით ფაცაციამ.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები