აფხაზეთის ა/რ-ის იძულებით გადაადგილებულ პირთა სამინისტრომ ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემიასთან თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმა

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იძულებით გადაადგილებულ პირთა სამინისტრომ ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემიასთან ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმა.

მემორანდუმს ხელი მოაწერეს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იძულებით გადაადგილებულ პირთა მინისტრმა დავით ფაცაციამ და ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემიის რექტორმა მურთაზ დევაძემ.

მემორანდუმის ფარგლებში, მხარეები შეთანხმდნენ აფხაზეთის ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრები და აფხაზეთიდან დევნილი ახალგაზრდების ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემიაში აკრედიტებულ საგანმანათლებლო პროგრამებზე უფასოდ სწავლებისა და შემდგომში მათი დასაქმების ხელშეწყობაზე.

"ნაყოფიერი შეხვედრა გვქონდა ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემიის რექტორ მურთაზ დევაძესთან.

შეხვედრაზე ვისაუბრეთ პრიორიტეტულ მიმართულებებსა და თანამშრომლობის განვითარებაზე, მათ შორის აფხაზეთის ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრები და აფხაზეთიდან დევნილი ახალგაზრდების მხარდაჭერის საკითხებზე. შევთანხმდით აფხაზეთიდან დევნილი ახალგაზრდების ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემიაში აკრედიტებულ საგანმანათლებლო პროგრამებზე უფასოდ სწავლებისა და შემდგომში მათი დასაქმების ხელშეწყობაზე.

უაღრესად მნიშვნელოვანია, რომ ის აკრედიტებული საგანმანათლებლო პროგრამები, რომლებიც ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემიაში ისწავლება შესაძლებლობას მისცემს სხვადასხვა ასაკის აფხაზეთიდან დევნილ ახალგაზრდებს დაეუფლონ თანამედროვე შრომის ბაზარზე მოთხოვნად პროფესიებს.

მინდა განსაკუთრებული მადლობა ვუთხრა ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემიის რექტორს, ბატონ მურთაზ დევაძეს თანადგომისა და აფხაზეთიდან დევნილი ახალგაზრდების სხვადასხვა პროფესიების დაუფლებაში მხარდაჭერისთვის.

ჩვენ აფხაზეთში აუცილებლად დავბრუნდებით და ძლიერი, ერთიანი ქვეყანა აფხაზებთან ერთად უნდა შევქმნათ, იმისთვის რომ ეს მოხერხდეს მნიშვნელოვანია ძლიერი, განათლებული მომავალი თაობა გვყავდეს და მჯერა, რომ ეს მემორანდუმიც ამ დიდ საქმეში გადადგმული კიდევ ერთი ნაბიჯია“, - განაცხადა დავით ფაცაციამ.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები