არმაზ ახვლედიანი - თუ დროულად ვერ ჩამოვყალიბდით მომავალი წლის საპარლამენტო არჩევნების თაობაზე, ყველაფერი აზრს კარგავს

"ყველა საკითხი, რაზეც უნდა ვისაუბროთ ამ დარბაზში, არის გაფერმკრთალებული, აზრს კარგავს მიუხედავად მისი მნიშვნელობისა, თუკი ჩვენ ვერ ვყალიბდებით უმთავრეს საკითხზე - მომავალი წლის საპარლამენტო არჩევნების თაობაზე“, - განაცხადა პარლამენტის წევრმა არმაზ ახვლედიანმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე.

მისი თქმით, დღეისთვის უმნიშვნელოვანესია  წინასაარჩევნო გარემო: რა გვაქვს დღეს, რას ველოდებით უახლოეს თვეებში, როგორ ჩატარდება არჩევნები.

"ამიტომაც მსურს, კიდევ ერთხელ მოვუწოდო ადამიანს, ვინც იმის მიუხედავად რა ხარისხით, რა დოზით არის ახლა ჩართული გადაწყვეტილებების მიღების პროცესში ან რა გავლენა აქვს მას უმრავლესობაზე, საბოლოო ჯამში არის უმთავრესი პასუხისმგებელი საქართველოს სახელმწიფოს მომავალზე ამ უახლოესი წლების განმავლობაში,

ესაა "ქართული ოცნების“ დამფუძნებელი ბიძინა ივანიშვილი. მსურს მოვუწოდო მას და ვუთხრა, რომ დაუყოვნებლივ შეცვალოს დამოკიდებულება საქართველოს მიმართ, იმიტომ, რომ სხვა შემთხვევაში ეს ზამბარა გაწყდება, გაწყდება არა უბრალოდ მტკივნეულად, არამედ შეიძლება ტრაგიკულადაც და ტრაგიკული იქნება ის მთელი საქართველოსთვის და მისთვისაც. მცირე დრო არის კიდევ, რომ გონს მოვეგოთ ყველა მხარე, ოპოზიციაც, მაგრამ უპირველესად და უმთავრესად უმრავლესობა, რადგან გარწმუნებთ, რომ ყველაფერი კარგავს აზრს, მათ შორის, 12-პუნქტიან შეთანხმებაზე ფორმალური თუ არაფორმალური მუშაობა, ანგარიშები, თავის მოწონება, ერთმანეთის გაუთავებელი ლანძღვა-გინებაც და რაც მთავარია, საქართველოს ვტოვებთ გამოუვალ ჩიხში აქედან გამომდინარე ყველა უმძიმესი შედეგით. შანსი კიდევ არსებობს, ეს ფანჯარა ჯერ კიდევ ღიაა და თქვენ - საპარლამენტო უმრავლესობას, ამ უმრავლესობის ფორმალურ და არაფორმალურ ხელმძღვანელებს  გაქვთ ჯერ კიდევ ეს შესაძლებლობა, რომ პირნათელი იყოთ  საქართველოს წინაშე, მისი მომავლის წინაშე. მოგიწოდებთ, გაიაზროთ ეს ვალდებულება“, - მიმართა არმაზ ახვლედიანმა საპარლამენტო უმრავლესობას.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები