თბილისში კონფერენცია - "ინფრასტრუქტურული ინოვაციები - თბილისი 2023“ გაიმართა

თბილისში კომპანია "ელიტ ტექნოლოჯის“ 15 წლის საიუბილეო კონფერენცია - "ინფრასტრუქტურული ინოვაციები - თბილისი 2023“ გაიმართა.

ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღეს მოწვეულმა სტუმრებმა სხვადასხვა ქვეყნებიდან.

კონფერენციაზე წარმოდგენილი იყო ის მიღწევები, რომელიც უცხოელ პარტნიორებთან და მოწინავე კომპანიებთან ერთად დაიგეგმა და განხორციელდა და ინოვაციურ სიახლეებად მიიჩნევა.

"ჩატარდა ძალიან მნიშვნელოვანი კონფერენცია, ჩვენთან სტუმრად იყვნენ ჩამოსული ჩვენი პარტნიორები ამერიკის შეერთებული შტატებიდან, გერმანიიდან, დანიიდან, ფინეთიდან, ისრაელიდან, სომხეთიდან, აზერბაიჯანიდან და თურქეთიდან.

ჩვენ ვაფართოებთ კავშირებს, ვიღებთ მათ გამოცდილებებს, გვინდა, ეს ყველაფერი საქართველოში დავნერგოთ, გვინდა, ვიყოთ პირველები ქართულ ბაზარზე. სამომავლოდ ჩვენ ინვესტორებთან ერთად სურვილი გვაქვს დავიპყროთ ამიერკავკასიისა და შუა აზიის ბაზარი ჩვენი ინფრასტრუქტურული პროექტების განვითარებით.

კონფერენციის ფარგლებში იყო ბევრ საინტერესო თემაზე საუბარი ინოვაციური მიმართულებით, რაც ხელს შეუწყობს ჩვენი ქვეყნის ინფრასტრუქტურულ განვითარებას, ასევე ჩვენი მეგობარი ქვეყნების. მუშაობა მიმდინარეობს უკვე პროექტებზე, რომლითაც ვაპირებთ სხვადასხვა ქვეყნებში საქმიანობის განვითარებას.

აქვე მინდა დავაანონსო, რომ საქართველოში ჩატარდება საერთაშორისო ინფრასტრუქტურული ინოვაციების გამოფენა, რომელშიც მსოფლიოში წამყვანი ბრენდები მიიღებენ მონაწილეობას, ეს იქნება პირველი გამოფენა ჩვენს ქვეყანაში აღნიშნულ სფეროში", - განაცხადა "ელიტ ტექნოლოჯის" დამფუძნებელმა გიორგი მამადაშვილმა.

9 სექტემბერს, კომპანია "ელიტ ტექნოლოჯი“ 15 წლის იუბილეს აღნიშნავს.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები