ზურაბ ჭიაბერაშვილი - ერთადერთი საშუალება, რომ ქართველმა ხალხმა ეს ლაქა ჩამოირეცხოს, არის ივანიშვილის და მისი კლანის ხელისუფლებიდან ჩამოცილება

ერთადერთი საშუალება იმისათვის, რომ ქართველმა ხალხმა ეს  ლაქა ჩამოირეცხოს, ბიძინა ივანიშვილისა და მისი "კლანის“ ხელისუფლებიდან ჩამოცილებაა, - ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ საერთაშორისო მიმართულების მდივანმა ზურაბ ჭიაბერაშვილმა აშშ-ის მიერ საქართველოს ყოფილი მთავარი პროკურორის ოთარ ფარცხალაძის დასანქცირებასთან დაკავშირებით განაცხადა.

"ამერიკის მთავრობის გადაწყვეტილება მიმართულია იმისკენ, რომ შეიზღუდოს რუსული კომპანიების და რუსეთის მოქალაქეების უნარი, რომ დაეხმარონ რუსეთის მთავრობას, აწარმოოს სისხლისმღვრელი ომი უკრაინაში, რომელსაც ძალიან ბევრი მსხვერპლი მოჰყვა უკვე - უკრაინელი ბავშვები, ქალები, უდანაშაულო ადამიანები და ამასთან დაკავშირებით ფიგურირებს „ქართული ოცნების“ ყოფილი გენერალური პროკურორი ოთარ ფარცხალაძე, რომელსაც ქართული საზოგადოება იცნობს, როგორც გერმანიაში "ბოტასების ქურდს“ თავის დროზე. გარდა იმისა, რომ ის ბიუჯეტიდან მილიონების მოპარვაშია ბრალდებული, ამავდროულად, ამ მოპარული ფულს ახმარს საქართველოში არჩევნებზე სწორედ ქუჩაში ადამიანების დაშინებას, კრიმინალის გაძლიერებას და ამ ყველაფერს ქართული სახელმწიფოს და ქართული დემოკრატიის, ხალხის წინააღმდეგ იყენებს.

ნამდვილად არ არის ეს სასიხარულო მოვლენა ჩვენი ქვეყნისთვის, იმიტომ, რომ საბოლოო ჯამში ზარალდება ქვეყანა. აშშ-მა მილიარდობით დოლარი მოახმარა ქართველი ხალხის კეთილდღეობას, არავინ აშშ-ში, საქართველოში ან ევროპაში ბედნიერი არ არის, რომ საქართველო, მისი მოქალაქეები და მისი მმართველი პარტიის წარმომადგენლები ბრალდებულნი არიან ასეთ უმძიმეს ბრალდებაში, როგორიც არის რუსეთის, საქართველოს მტრის დახმარება. 

ამავდროულად, უნდა გვესმოდეს, რომ ერთადერთი საშუალება ახლა იმისათვის, რომ ქართველმა ხალხმა ჩამოირეცხოს ეს ლაქა, რომელსაც სამწუხაროდ, საქართველოს და ქართველ ხალხს ადებს ივანიშვილი, მისი კლანი და ამ შემთხვევაში ოთარ ფარცხალაძე, არის სწორედ ივანიშვილის და მისი კლანის, მათ შორის ოთარ ფარცხალაძის ჩამოცილება ხელისუფლებიდან“, - განაცხადა ზურაბ ჭიაბერაშვილმა.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები