ზურაბ ჭიაბერაშვილი - ვინც "ნაციონალური მოძრაობის" მანიფესტს არ შემოუერთდება, დამოუკიდებელი პოლიტიკური ცხოვრება ექნება

მანიფესტი არის "ნაციონალური მოძრაობის" განაცხადი, რომ გვაქვს ღია პლატფორმა და ვისაც აქვს სურვილი შემოუერთდეს იმ პრინციპებს, რაც მანიფესტშია ჩამოწერილი, კარი ყველასთვის ღიაა, - ამის შესახებ "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ საერთაშორისო მიმართულების მდივანმა ზურაბ ჭიაბერაშვილმა განაცხადა.

"პარტიაში ამ მანიფესტზე გადაწყვეტილება მიღებულია. ახლა გადაწყვეტილება ინდივიდუალურად მისაღები აქვს იმ ადამიანებს, ვინც ამ მანიფესტს ნებისმიერი ფორმით შემოუერთდება, იქნება ეს სოციალური მედია, ტელევიზია თუ ა.შ. თუ არ შემოუერთდება, დამოუკიდებელ გზას აირჩევს.

ჩვენ გაგვიხარდება, თუ პარტიას ისინიც შემოუერთდებიან, ვისი განცხადებებიც მთელი ამ ხნის განმავლობაში სამწუხაროდ, პარტიის საწინააღმდეგოდ იყო მიმართული. ეს მათი არჩევანი იქნება. "ნაციონალური მოძრაობა" ღიაა ყველასთვის, ვინც მანიფესტს შემოუერთდება, ვინც არ შემოუერთდება, დამოუკიდებელი პოლიტიკური ცხოვრება ექნება.

ვინც პარტიის გაუმართლებელი კრიტიკით და პარტიის ლეგიტიმურად არჩეული სტრუქტურების ეჭვქვეშ დაყენებით ცდილობს, რომ პარტია დაასუსტოს, ის თვითონ აყენებს თავს პარტიის გარეთ", - განაცხადა ჭიაბერაშვილმა.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები