უკრაინის მინისტრთა კაბინეტმა თავდაცვის მინისტრის მოადგილეები, მათ შორის ანა მალიარი, თანამდებობიდან გაათავისუფლა

უკრაინის მინისტრთა კაბინეტმა თავდაცვის მინისტრის მოადგილეები თანამდებობიდან გაათავისუფლა. გათავისუფლებულთა შორის არის ანა მალიარიც, - ინფორმაციას უმაღლეს რადაში მთავრობის წარმომადგენლის ტარას მელნიჩუკი ავრცელებს.

უკრაინის თავდაცვის მინისტრის მოადგილის თანამდებობიდან გათავისუფლებული არიან - ვლადიმირ გავრილოვი; როსტისლავ ზამლინსკი; ანა მალიარი; დენის შარაპოვი.

ამავდროულად, თავდაცვის მინისტრის პირველი მოადგილე ალექსანდრე პავლიუკი თანამდებობაზე რჩება.

გარდა ამისა, გათავისუფლებული არიან - ანდრეი შევჩენკო ევროპასთან ინტეგრაციის საკითხებში თავდაცვის მინისტრის მოადგილის პოსტიდან;

ვიტალი დეინეგა - უკრაინის თავდაცვის მინისტრის მოადგილის პოსტიდან ციფრული განვითარების, ციფრული ტრანსფორმაციისა და დიგიტალიზაციის საკითხებში;

კონსტანტინე ვაშჩენკო - უკრაინის თავდაცვის სამინისტროს სახელმწიფო მდივნის პოსტიდან.

5 სექტემბერს უკრაინის უმაღლესმა რადამ ალექსეი რეზნიკოვი თავდაცვის მინისტრის პოსტიდან გაათავისუფლა. ამის შემდეგ მალევე გავრცელდა ინფორმაცია, რომ უკრაინის თავდაცვის მინისტრის სამმა მოადგილემ თანამდებობიდან გადადგომის შესახებ განცხადება დაწერა.

თავდაცვის ახალ მინისტრად რუსტემ უმეროვი დაინიშნა, რომელიც მანამდე სახელმწიფო ქონების ფონდს ხელმძღვანელობდა.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები