დავით კირკიტაძე - მნიშვნელოვანია, დაიწიოს საპენსიო ასაკმა და მამაკაცებში ეს 60 წელი იყოს

"ძალიან მნიშვნელოვანია, რომ საქართველოს პარლამენტში ისმოდეს პენსიონერების ხმა. ჩვენ მოგვმართა ქართველი პენსიონერების  საინიციატივო ჯგუფმა, რომლებიც ამ კვირის ბოლოს აწყობენ დიდ ფორუმს, სადაც გაიჟღერებს მათი მოთხოვნები“, - ამის შესახებ ფრაქცია  „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ - გაერთიანებული ოპოზიცია "ძალა ერთობაშიას“ წევრმა დავით კირკიტაძემ პლენარულ სხდომაზე განაცხადა.

დეპუტატმა აღნიშნული ჯგუფის ორ ინიციატივაზე ისაუბრა.

"არ უნდა ჰქონდეს ამხელა პროცენტი სესხზე პენსიონერს. 30%  არის განუზომლად დიდი. ქართულმა სახელმწიფომ უნდა მოახერხოს, რომ ეს პორტფელი გამოისყიდოს და ქართველ პენსიონერს აღარ ჰქონდეს საპენსიო დავალიანება“, - განაცხადა დავით კირკიტაძემ.

მისი თქმით, მეორე ინიციატივა საპენსიო ასაკის შემცირებას უკავშირდება.

"ჩვენს ქვეყანაში სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობა არის 72 წელი. კრიტიკულად მცირეა მამაკაცებში სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობა და ეს არის 67 წელი.  მნიშვნელოვანია დაიწიოს საპენსიო ასაკმა და მამაკაცებში ეს იყოს 60 წელი, შესაბამისად, შემცირდეს ქალბატონებისთვისაც. დროა, ვიმუშაოთ ამ საკითხზე, დროა, ქართველ პენსიონერს აღარ ძარცვავდეს საბანკო ოლიგარქია, დროა ამ ადამიანებს ჰქონდეთ ღირსეული სიბერის საშუალება“, - განაცხადა დავით კირკიტაძემ.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები