ნათია თურნავა - საქართველოს ეროვნულ ბანკი განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებს სსფ-თან თანამშრომლობას

ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი ნათია თურნავა ეროვნული ბანკის სათავო ოფისში საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისიის მუდმივ წარმომადგენელს საქართველოში ენდრიუ ჯუველს შეხვდა.

ეროვნული ბანკის ინფორმაციით, შეხვედრაზე ნათია თურნავამ საერთაშორისო სავალუტო ფონდის წარმომადგენელს დეტალურად გააცნო თუ რას გულისხმობს სანქციების შესრულების წესში განხორციელებული ცვლილებები და რატომ დადგა დღის წესრიგში ამ გადაწყვეტილების მიღების აუცილებლობა. ამასთან, მისივე განცხადებით, შენარჩუნდება ყველა ის რეგულაცია და შეზღუდვა, რომელიც აშშ-მა, ევროკავშირმა და დიდმა ბრიტანეთმა რუსეთს უკრაინაში შეჭრის პირველივე დღეებიდან დაუწესეს.

საქართველოს ეროვნული ბანკი ინტენსიურ კომუნიკაციაშია საფინანსო სექტორთან, საერთაშორისოს საფინანსო ინსტიტუტებთან და ყველა დაინტერესებულ მხარესთან  საჭირო ინფორმაციის მისაწოდებლად.

"საქართველოს ეროვნულ ბანკი განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებს  საერთაშორისო სავალუტო ფონდთან თანამშრომლობას. შეხვედრაზე შევთანხმდით,  რომ ფონდთან ინტენსიური კომუნიკაცია მომავალშიც გაგრძელდება. ჩვენ მზად ვართ კითხვების არსებობის შემთხვევაში ამომწურავი პასუხები გავცეთ მათ“, - განაცხადა შეხვედრის დასრულების შემდეგ თურნავამ.

შეხვედრას ეროვნული ბანკის საბჭოს წევრები ეკატერინე მიქაბაძე, ეკატერინე გალდავა  და რობერტ სინგლეტარი ესწრებოდნენ.

საერთაშორისო სავალუტო ფონდი საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ ოთარ ფარცხალაძესთან დაკავშირებით მიღებული გადაწყვეტილების გამო შეშფოთებას გამოთქვამს.

"ჩვენ შეშფოთებული ვართ ეროვნული ბანკის ბოლოდროინდელი განცხადებით, რომელიც სანქციების მიმართ მიდგომას ცვლის. ჩვენ ვაპირებთ ამ საკითხის დეტალურ განხილვას ეროვნულ ბანკთან და კომერციულ ბანკებთან და ზედმიწევნითი შესწავლის შემდეგ მოვახდენთ მისი გავლენის ზუსტ შეფასებას, მათ შორის სსფ-ს მხარდაჭერილ საქართველოს პროგრამაზე, რომლის აღდგენის მიზნით მოლაპარაკებები მიმდინარეობს", - აცხადებენ სავალუტო ფონდში. 

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები