ანა წითლიძე - ჩემი სოლიდარობა და მხარდაჭერა ჩემს თანამებრძოლებს, ერთობის დროა, ცალ-ცალკე რეჟიმი ყველას მოგვერევა!

"ნაციონალური მოძრაობის" დეპუტატი ანა წითლიძე ნიკა მელიას, ბაჩო დოლიძეს და ზვიად კუპრავას სოლიდარობას და მხარდაჭერას უცხადებს.

"ჩემი სოლიდარობა და მხარდაჭერა ჩემს თანამებრძოლებს. ერთობის დროა, ცალ-ცალკე რეჟიმი ყველას მოგვერევა!

შინაგან საქმეთა სამინისტრო - თქვენს მონობას საზღვარი არა აქვს!!" - წერს წითლიძე.

გლდანში საკრებულოს ოპოზიციონერ დეპუტატს ირაკლი ეძგვერაძეს ჯგუფურად თავს დაესხნენ. შემთხვევა მაშინ მოხდა, როცა "ნაციონალური მოძრაობის" საკრებულოს დეპუტატი სახლში ბრუნდებოდა. ამას წინ დღეს საკრებულოს სხდომაზე ხმაური და დაპირისპირება უძღოდა. ერთმანეთს ეძგვერაძე და "ქართული ოცნების" გლდანის მაჟორიტარი დეპუტატი კოტე ზარნაძე დაუპირისპირდნენ.

ეძგვერაძის სახლთან, სადაც "ნაციონალური მოძრაობის" წევრები და მხარდამჭერები პოლიციის უმოქმედობას აპროტესტებდნენ, ნიკა მელია, ბაჩო დოლიძე და ზვიად კუპრავა დააკავეს.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები