ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტმა "ამნისტიის შესახებ" კანონპროექტზე იმსჯელა

ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტმა "ამნისტიის შესახებ" კანონპროექტზე იმსჯელა.

მთავრობის საპარლამენტო მდივნის ვახტანგ ბაჩიაშვილის განცხადებით, პრემიერ-მინისტრის ინიციატივით მომზადდა კანონპროექტი, რომელიც ითვალისწინებს ამნისტიის საფუძველზე სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობისა და სასჯელისგან იმ პირთა გათავისუფლებას, რომლებმაც 2023 წლის 1 სექტემბრამდე დანაშაულებრივი გზით მოიპოვეს სახელმწიფო საკუთრებაში არსებულ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლება.

ამნისტია გავრცელდება მხოლოდ იმ პირზე, რომელიც 2024 წლის 1 სექტემბრამდე სრულად აანაზღაურებს დანაშაულის ჩადენის შედეგად სახელმწიფოსთვის მიყენებულ ზიანს.

სახელმწიფოსთვის მიყენებული ზიანი უნდა ანაზღაურდეს დანაშაულებრივი გზით მოპოვებული სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე  ყოველგვარი უფლებრივი ტვირთისგან თავისუფალ მდგომარეობაში საკუთრების უფლების სახელმწიფოს სასარგებლოდ მიტოვების გზით, ხოლო თუ ეს შეუძლებელია - მიწის ნაკვეთის ღირებულების სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ გადახდის გზით. ღირებულება განისაზღვრება ექსპერტიზის დასკვნით, დანაშაულის ჩადენის დროისთვის არსებული მდგომარეობით.

პირმა შესაბამისი განცხადებით უნდა მიმართოს  საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს. შემდეგ კი  საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს გადაწყვეტილება ან სახელმწიფო ხაზინის ანგარიშზე თანხის შეტანის დამადასტურებელი დოკუმენტი უნდა წარუდგინოს პროკურატურის შესაბამის დანაყოფს ან სასამართლოს და მოითხოვოს მის მიმართ ამ ამნისტიის გავრცელება.

პირი, ვისზეც გავრცელდება ამნისტია, ნასამართლობის არმქონედ ჩაითვლება. 2023 წლის 1 სექტემბრის შემდგომ მიწის ნაკვეთის გასხვისების შემთხვევაში, პირის მიმართ ამნისტია არ გავრცელდება.

ამნისტია უნდა აღსრულდეს 2025 წლის 1 იანვრამდე.

ამნისტია არ ეხება მოხელის მიერ, ასევე, სახელმწიფო საწარმოების, საჯარო სამართლის იურიდიული პირების და არასამეწარმეო  იურიდიული პირების თანამშრომლების მიერ სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით , აგრეთვე, ორგანიზებული ჯგუფის მიერ  ჩადენილ დანაშაულს.

უახლესი ამბები