პარლამენტთან ამნისტიის მოთხოვნით აქცია იმართება

პარლამენტთან ამნისტიის მოთხოვნით აქცია იმართება. პატიმრების ოჯახის წევრების თქმით, მათი ოჯახის წევრები გაასამართლეს ისეთმა მოსამართლეებმა, რომელთა კეთილსინდისიერება ეჭვქვეშაა დაყენებული.

"როცა ბავშვმა იქიდან ეროვნული გამოცდები ჩააბარა და იქიდან სწავლობს, უნივერსიტეტში მოეწყო, ასეთი პატიმრებისთვის, ვფიქრობ, რომ რაღაც უნდა იყოს გამოკვეთილად. თუმცა აქ მარტო ჩემი შვილის გამო არ მოვსულვარ და ჩემი შვილის ამნისტიის მოთხოვნისთვის, ვფიქრობ, რომ სჭირდება საქართველოს მოსახლეობას ეს ამნისტია, ყველა პატიმარს. სხვებისგან ვიცი, რომ 12 წელია, არაფერი არ შეხებია ამ პატიმრებს", - განაცხადა აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ.

აქციის მონაწილეები პატიმრების კეთილსინდისიერ მოქცევაზეც საუბრობენ და აცხადებენ, რომ ცხოვრების ჩვეული სტილის დასაბრუნებლად ისინი ყველაფერს აკეთებენ.

"იმისთვის, რომ დაუბრუნდეს ოჯახს, ცხოვრების ჩვეულებრივ რიტმს, ეს ადამიანები ძალიან კეთილსინდისიერად იქცევიან, ცდილობს, რომ რაღაცნაირად გავიდეს, ცდილობს, რომ რაღაცნაირად მოაწონოს სისტემას თავი, მაგრამ ადამიანებისთვის არ იქმნება ამ ქვეყანაში არაფერი იმიტომ, რომ ვიღაცას ასე უნდა - ვიღაცას რომ ასე უნდა, როგორც მე გამასამართლეს, როგორც ისინი გაასამართლეს, ეს ნიშნავს, რომ ჩვენ გაგვასამართლეს ისეთმა მოსამართლეებმა, რომლებიც ეჭვის ქვეშ არიან", - განაცხადა აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები