ირაკლი ღარიბაშვილი სლოვენიის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრ რობერტ გალობს შეხვდა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი სლოვენიის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრს რობერტ გალობს ესპანეთის სამეფოში, ქალაქ გრანადაში შეხვდა.

"შეხვედრაზე საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ვრცლად ისაუბრა საქართველოს ევროინტეგრაციის საკითხზე და აღნიშნა, რომ ქვეყანას ევროკავშირის 12 რეკომენდაციის დიდი ნაწილი უკვე შესრულებული აქვს, პროცესი გრძელდება, დარჩენილია რამდენიმე საკითხი, რომლებიც ევროკავშირის რეკომენდაციების შესაბამისად დარეგულირდება. ირაკლი ღარიბაშვილმა შეხვედრაზე განაცხადა, რომ საქართველო კანდიდატის სტატუსს იმსახურებს.

მთავრობის მეთაურმა იმედი გამოთქვა სლოვენიის მტკიცე პოლიტიკურ მხარდაჭერაზე საქართველოს ევროპულ ოჯახში გაწევრიანების ყველა ეტაპზე.

ირაკლი ღარიბაშვილმა რობერტ გალობს სლოვენიის რესპუბლიკის გაეროს უშიშროების საბჭოს არამუდმივ წევრად არჩევა მიულოცა", - აღნიშნულია მთავრობის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

უახლესი ამბები