იანშა - პუტინმა ნატოს სთხოვა, არ მიეღო უკრაინა და საქართველო და მსოფლიო გახდა არა უფრო უსაფრთხო, როგორც ის გვარწმუნებდა, არამედ უფრო სახიფათო

სლოვენიის სამგზის პრემიერ-მინისტრმა ჯანეზ იანშამ 2008 წელს რუმინეთში, ნატოს სამიტზე მომხდარი მოვლენები გაიხსენა.

მისი თქმით, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯორჯ ბუშმა თქვა, რომ "არ მიაჩნია ლოგიკურად ნატოს ზოგიერთი ევროპელი წევრის პოზიცია, რომლებიც ეწინააღმდეგებიან გაფართოებას, როდესაც მას დამატებითი უსაფრთხოება მოაქვს, განსაკუთრებით ალიანსის ევროპულ ფრთას“. იანშას თქმით, ბუში იმედოვნებდა, რომ მაშინდელი სახელმწიფო მდივანი კონდოლიზა რაისი შეძლებდა ამაში გერმანიის კანცლერის ანგელა მერკელის და საფრანგეთის პრეზიდენტის ნიკოლა სარკოზის დარწმუნებას.

"უკრაინის და საქართველოს გაერთიანების წინააღმდეგ გამოდიოდა რუსეთი, რომელსაც არ ჰქონდა ვეტოს უფლება, მაგრამ ჰქონდა გერმანიის და საფრანგეთის მხარდაჭერა", - განაცხადა პოლიტიკოსმა.

მან ასევე ბუქარესტში პუტინის გამოსვლა გაიხსენა.

"ლიდერებთან შეხვედრებზე და სამუშაო სადილზე მან მოაწყო შოუ, რომელიც შეიძლება შეჯამდეს შემდეგი გზავნილით: "რუსეთის ფედერაცია არის შეერთებული შტატებისა და ევროკავშირის თანაბარი პარტნიორი. ის ნატოსთან თანამშრომლობს... ტერორიზმის წინააღმდეგ ომში...“, - განაცხადა იანშამ.

მისივე თქმით, პუტინმა გამოაცხადა, რომ უკრაინისა და საქართველოს გაწევრიანების პროცესის დაწყება "დაასუსტებს მის პოზიციებს და შეიძლება ჩაანაცვლოს მან, ვინც დასავლეთის გაცილებით ნაკლები პარტნიორია". ამიტომ პუტინმა ბუქარესტში მყოფ ლიდერებს სთხოვა, არ დაიწყონ ორივე ქვეყნის ნატოში გაწევრიანების პროცესი.

იანშას თქმით, პოლონეთმა და ბალტიისპირეთის ქვეყნებმა განაცხადეს, რომ არ ღირდა პუტინის დაჯერება.

"ამერიკის შეერთებული შტატები ჩვენთან ერთად იყო, მაგრამ გერმანია და საფრანგეთი დაჟინებით მოითხოვდნენ არ მიეღოთ ეს გადაწყვეტილება", - განაცხადა პოლიტიკოსმა.

სლოვენიელმა პოლიტიკოსმა აღნიშნა, რომ პუტინმა ბუქარესტში მოგებული დრო გამოიყენა არა რუსეთის ფედერაციის დემოკრატიზაციისთვის, როგორ დაპირებასაც აკეთებდა, არამედ საქართველოზე თავდასხმის მოსამზადებლად, "რამაც ეს ქვეყანა და უკრაინა კიდევ უფრო დააშორა ალიანსს“.

"უკრაინისა და საქართველოსთვის წევრობისთვის მწვანე შუქის არ მიცემით, მსოფლიო გახდა არა უფრო უსაფრთხო ადგილი, როგორც პუტინი გვარწმუნებდა, არამედ უფრო სახიფათო და ეს სწორედ მან გააკეთა.

საფრანგეთისა და გერმანიის კატასტროფული შეცდომისგან 15 წლის შემდეგაც კი, რომლებიც პუტინის ტყუილს წამოეგნენ, ნატო ვერ მაინც ახერხებს ერთხმად რეალური შეფასება მისცეს უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის აგრესიის მიზეზებს... რუსეთის ფედერაციას ეკისრება სრული პასუხისმგებლობა, თუმცა, მათ, ვისაც ამის თავიდან აცილება შეეძლო, მაგრამ ეს არ გააკეთა, მიუხედავად გაფრთხილებისა, უდავოდ ეკისრება ისტორიული დანაშაულის წილი“, - განაცხადა იანშამ.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები