აშშ-ის ელჩი - ორბანის და პუტინის შეხვედრამ ნატოს წევრების შეშფოთება გამოიწვია

უნგრეთის პრემიერ-მინისტრის ვიქტორ ორბანის შეხვედრამ რუს დიქტატორ ვლადიმერ პუტინთან ნატოს წევრებს შორის უსაფრთხოებასთან დაკავშირებით შეშფოთება გამოიწვია, - ამის შესახებ აშშ-ის ელჩმა უნგრეთში დევიდ პრესმანმა განაცხადა.

ამასთან დაკავშირებით ნატოს წევრი ქვეყნების ელჩებსა და ბუდაპეშტში აკრედიტებულ შვედეთის ელჩს შორის შეხვედრა გაიმართა.

"ჩვენ ვთვლით უნგრეთს მოკავშირედ, მაგრამ ამავდროულად ვხედავთ, რომ უნგრეთი უფრო აღრმავებს ურთიერთობას რუსეთთან, მიუხედავად უკრაინის წინააღმდეგ სასტიკი ომისა“, - განაცხადა აშშ-ის ელჩმა დევიდ პრესმანმა.

ესტონეთის პრემიერ-მინისტრმა კაია კალასმა შეხვედრას "ძალიან, ძალიან უსიამოვნო" უწოდა, განსაკუთრებით უნგრეთის ისტორიის კონტექსტში.

"როგორ შეიძლება ხელი ჩამოართვა კრიმინალს, რომელმაც აგრესიული ომი აწარმოვა, განსაკუთრებით მან, ვინც მოდის ისეთი ისტორიის ქვეყნისგან, როგორიც უნგრეთია?" - განაცხადა კალასმა.

გასულ პარასკევს, საგარეო საქმეთა მინისტრმა პეტერ სიარტომ მოლაპარაკებები გამართა მოსკოვში, სამშაბათს კი ვიქტორ ორბანი პირადად შეხვდა რუსეთის პრეზიდენტს ვლადიმერ პუტინს პეკინში.

მსგავსი სიახლეები