თერჯოლის მუნიციპალიტეტში 22 ოქტომბერს სახალხო დღესასწაული "თერჯოლობა 2023“ გაიმართება.
ტრადიციული ფესტივალი, ოქტომბრის თვეში 2013 წლიდან აღინიშნება. თერჯოლაში, ადმინისტრაციული შენობის მიმდებარე ტერიტორიაზე, მთელი დღის განმავლობაში მრავალფეროვანი ღონისძიებებია დაგეგმილი.
12:00 საათი - ლაშა გოგიაშვილის სახელობის ფინალური მატჩი მინი-ფეხბურთში; თერჯოლა VS ძევრი
13:00-19:00 საათი - მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული ერთეულების მიერ წარმოდგენილი იქნება იმერული ეზო, იმერული სამზარეულო, სხვადასხვა ჯიშის ვაზისგან დამზადებული ღვინოები, მასტერკლასები ფელამუშისა და ჩურჩხელის მომზადებაში;
ჩატარდება ღვინის კონკურსი, სპეციალურად მოწვეული სომელიეების მიერ, გამოვლენილი იქნება გამარჯვებულები სხვადასხვა ნომინაციებში; მოეწყობა ტურისტული სივრცე
ადგილობრივი მეწარმეების ხელნაკეთი ნივთების გამოფენა-გაყიდვა;
14:00-19:00 საათი - SpinIt 360-გრადუსიან Slow Motion ვიდეოებისა და Gifit აპარატით (ბეჭდვით) უფასო ფოტო-ვიდეო გადაღება;
14:00-19:00 საათი - პატარების საყვარელი აქტივობა, საპნის ბუშტების შოუ
12:00-19:00 საათი - საბავშვო გასართობი ატრაქციონები, რომელიც სრულიად უფასო იქნება ყველა პატარისთვის
13:30 საათი - მოსწავლე ახალგაზრდობის სახლის მიერ, ამფითეატრში წარმოდგენილი იქნება საბავშვო გასართობი პროგრამა;
15:00 საათი - სამხატვრო სკოლის ორგანიზებით მოსწავლეთა ნამუშევრების გამოფენა და მხატვრულ კონკურსში "ჩემი ქალაქის" გამარჯვებულთა დაჯილდოება;
16:00 საათი - ადგილობრივი შემოქმედებითი ანსამბლების ღონისძიება;
თბილისის ზაქარია ფალიაშვილის სახელობის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრის სოლისტის, ლევან მაკარიძის მუსიკალური ნომერი; ქუთაისის ოპერის თეატრის წამყვანი სოლისტის რამაზ კუბლაშვილის მუსიკალური ნომერი; საპატიო მოქალაქეების დაჯილდოება; წარმატებულ სპორტსმენთა დაჯილდოება; ღვინის კონკურსში გამარჯვებულ მონაწილეთა დაჯილდოება.
19:00 საათი - სახალხო დღესასწაული "თერჯოლობა 2023“ მუსიკალური ბენდის "რეგიონის“ კონცერტით დასრულდება.