ვაზისუბანში აფეთქების შედეგად სამი ადამიანი დაშავდა

ვაზისუბანში, საცხოვრებელ კორპუსში აფეთქების შედეგად 3 ადამიანი დაშავდა, სამივე მათგანი ხეჩინაშვილის კლინიკაშია გადაყვანილი.

"გვაქვს ეჭვი, რომ ვაზისუბანში აფეთქება ბუნებრივი აირის დაგროვებამ გამოიწვია, აფეთქება მოხდა ერთ-ერთ ბინაში, სადაც ცხოვრობდა ხანდაზმული ქალბატონი, ქალბატონი არის კლინიკაში, უწევენ ყველა სახის დახმარებას. სულ სამი ადამიანია დაშავებული.

ჩემი ინფორმაციით, სრულად ინფორმირებულები იყვნენ, როდის მოხდებოდა გაზის გათიშვა-ჩართვა. 15:00 საათზე ჩაირთო გაზი გაფრთხილების შედეგად, მაგრამ კონკრეტულად ამ ბინაში რა მოხდა, ამის თქმა არ შემიძლია. ახლა მიმდინარეობს დაზარალებული ოჯახების აღწერა. ჩვენ მზად ვართ, ყველანი დღესვე უზრუნველვყოთ საცხოვრებლით, ვიდრე მათ სახლებში ცხოვრება იქნება შესაძლებელი. ამ დროისთვის ოთხი ბინაა, შეიძლება, უფრო მეტია. სავარაუდო ზარალზეც ჯერ არ გვაქვს ინფორმაცია“, – განაცხადა თბილისის საკრებულოში ისნის რაიონის მაჟორიტარმა დეპუტატმა კახა ლაბუჩიძე.