აფეთქების შედეგად დაღუპულთა რიცხვი 3-მდე გაიზარდა, მათ შორის ერთი შსს-ს თანამშრომელია

თბილისში, ბოჭორმის ქუჩაზე "ბეთლგრაუნდის" სასროლეთში მომხდარი აფეთქების შედეგად დაღუპულთა და დაშავებულებს შორის შსს-ს თანამშრომლები არიან.

"შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა თბილისში, ბოჭორმის ქუჩა N12-ში მაღაზია "ბეთლგრაუნდის" სასროლეთში მომხდარ აფეთქებაზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე პრიმა მუხლის მესამე ნაწილით დაიწყეს, რაც ელექტრო-ან თბოენერგიის, გაზის, ნავთობის ან ნავთობპროდუქტების ობიექტზე უსაფრთხოების წესების დარღვევას გულისხმობს, რამაც ორი ან მეტი ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.

შემთხვევის ადგილზე მუშაობას აგრძელებენ, ექსპერტ-კრიმინალისტები, გამნაღმველები და სხვა შესაბამისი დანაყოფების თანამშრომლები.

ასევე ადგილზე მუშაობენ, სხვადასხვა დარგის ექსპერტები - მათ შორის, სახანძრო და ფეთქებადსაშიში საგნების კვლევის სამსახურის ექსპერტები, ასევე ლევან სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ბიუროს ენერგეტიკის მიმართულების ინჟინერექსპერტი.

აფეთქების მიზეზების დასადგენად, გრძელდება საგამოძიებო მოქმედებები.

ბოჭორმის ქუჩა N12-ში მაღაზია "ბეთლგრაუნდის" სასროლეთში მომხდარ აფეთქებაზე, შეტყობინების მიღებისთანავე შემთხვევის ადგილზე გამოცხადდნენ, მეხანძრე-მაშველები, საპატრულო პოლიციისა და კრიმინალური პოლიციის წარმომადგენლები.

მეხანძრე-მაშველებმა შემთხვევის ადგილიდან 2 გარდაცვლილი და 4 დაშავებული გამოიყვანეს, რომელთაგან ერთი კლინიკაში გარდაიცვალა.

გარდაცვლილთაგან 1 შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომელია. დაშავებული პირებიდან ორი მათგანი შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომელია, ხოლო ერთი, მაღაზია "ბეთლგრაუნდის" თანამშრომელია.

შინაგან საქმეთა სამინისტრო მწუხარებას გამოთქვამს მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით და უსამძიმრებს გარდაცვლილთა ოჯახებს", - აღნიშნულია შსს-ს განცხადებაში. 