ლავროვი - უახლოეს მომავალში "3+3"-ის სრულყოფილი ფორმატი შესაძლოა, ამოქმედდეს

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი აცხადებს, რომ ახლო მომავალში "3+3" ფორმატში შესაძლოა, საქართველოც ჩაერთოს.

"თბილისის ამჟამინდელი ხელისუფლება, როგორც მათ არაერთხელ დაადასტურეს, ყველა ქმედებას უპირველეს ყოვლისა ფუნდამენტური ეროვნული ინტერესებიდან გამომდინარე ეკიდებიან.  ეს იძლევა საფუძველს ივარაუდო, რომ უახლოეს მომავალში "3+3"-ის სრულყოფილი ფორმატი შესაძლოა, ამოქმედდეს.

ჩვენ გვესმის მიზეზი, რის გამოც საქართველოს ხელმძღვანელობა ჯერჯერობით თავს იკავებს ამ "ექვსეულში" გაწევრიანებისგან და ვაფასებთ, რომ საქართველოს ხელმძღვანელობა ამის მომავალში გაკეთების შესაძლებლობიდან გამომდინარეობს", - განაცხადა ლავროვმა.

ე.წ. 3+3-ის ფორმატის შეხვედრაში, რომელიც თეირანში იმართება, საქართველო არ მონაწილეობს.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები