ლავროვი - ეს პროვოკაცია აშშ-მა მოამზადა, რაც ასწავლა ვაშინგტონმა, სააკაშვილმა მოისმინა და შეასრულა

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის სერგეი ლავროვის განცხადებით, ეუთო სავალალო მდგომარეობაშია და მისი პერსპექტივები გაურკვეველია.

როგორც მან ეუთოს მინისტერიალზე განაცხადა, ეუთო, არსებითად, ნატოს და ევროკავშირის დანამატად ფორმირდება და ორგანიზაცია უფსკრულის პირას დგას.

"1999 წელს ნატოელებმა ჩაიდინეს დაუფარავი უხეში აგრესია ეუთოს და გაეროს წევრი იუგოსლავიის წინააღმდეგ. 2008 წელს, უსაფრთხოების საბჭოს 12404-ე რეზოლუციით და ჰელსინკის საბოლოო აქტში ჩაწერილი ევროპაში საზღვრების ხელშეუხებლობის პრინციპის დარღვევით, სერბეთს კოსოვო ჩამოაშორეს ყოველგვარი რეფერენდუმის გარეშე.

ეუთოს წევრმა, იმავე ნატოს ქვეყნებმა, 2008 წლის ნატოს ბუქარესტის სამიტზე მიანიშნეს ალიანსში თბილისისა და კიევის წევრობის შესახებ. ამოცანა მარტივი იყო. მათი წაქეზება რუსეთის წინააღმდეგ. სააკაშვილმა, რომელიც ხელისუფლებაში დასავლეთის მიერ მხარდაჭერილი "ვარდების რევოლუციის" გზით მოვიდა, მყისვე აამუშავა მისთვის ბუქარესტში მიცემული კარტ-ბლანში. იმავე 2008 წლის აგვისტოში, უბრძანა სამხრეთ ოსეთის ქალაქების დაბომბვა და თავს დაესხა სამშვიდობოებს, რომლებიც იქ ეუთოს თანხმობით იმყოფებოდნენ. ეს პროვოკაცია აშშ-მა მოამზადა, რომელმაც საქართველოში წვრთნისა და აღჭურვის პროგრამა დაიწყო. რაც ასწავლა ვაშინგტონმა, სააკაშვილმა მოისმინა და შეასრულა“, – განაცხადა ლავროვმა.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები