აზად ქარიმოვი - "ქართული ოცნების" აქტივისტი ჩვენს აქტივისტს თავს დაესხა და ცეცხლი გაუხსნა, ის ფეხშია დაჭრილი

მარნეულში, სოფელ დაშთაფაში ერთი ადამიანი დაჭრეს. არსებული ინფორმაციით, "ქართული ოცნების" აქტივისტმა ასიმ გულიევმა "ნაციონალური მოძრაობის" წევრს ჰუმბათ ჯალილოვს ავტომობილიდან ცეცხლი გაუხსნა.

ჯალილოვი ფეხში დაიჭრა და საავადმყოფოში გადაიყვანეს.

სავარაუდო დამნაშავე დაკავებულია.

"დღეს "ქართული ოცნების" აქტივისტი ჩვენს აქტივისტს თავს დაესხა და ცეცხლი გაუხსნა. ის  ფეხშია დაჭრილი. "ქართული ოცნება" ამით "ნაციონალური მოძრაობის" მხარდამჭერების დაშინებას ცდილობს, თუმცა ასეთი დანაშაულებით  ვერაფერს მიაღწევენ.

დღეს მომხდარი ინციდენტი 2020 წლის არჩევნებისას მომხდარი დაპირისპირების გაგრძელებაა. მაშინ ჯალილოვმა "ქართული ოცნების" აქტივისტი გაყალბების ფაქტზე გამოიჭირა, რასაც მათ შორის დაპირისპირება მოჰყვა, რომელიც როგორც ჩანს, დღემდე გაგრძელდა ბოლოს ასე დასრულდა. ვითხოვთ დამნაშავე მთელი სიმკაცრით დაისაჯოს", - აცხადებს "ნაციონალური მოძრაობის" მარნეულის რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარე აზად ქარიმოვი.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები