მარნეულის და ჰუჯაბის ეპისკოპოსი სალომე ზურაბიშვილს - სამართალდამცველებს გამოუცხადეთ საყვედური ნაცვლად მადლიერებისა

მარნეულისა და ჰუჯაბის ეპისკოპოსი გიორგი, პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის განცხადებას ეხმიანება, რომელიც მან “პრაიდის ფესტივალის” გაუქმებასთან დაკავშირებით გააკეთა.

ეპისკოპოსის თქმით, ზურაბიშვილმა, სამართალდამცველებს მადლიერების ნაცვლად საყედური გამოუცხადა, თუმცა სწორედ მათი ძალისხმევით იქნა თავიდან აცილებული ვითარების გამწვავება.

“ახლა მე მინდა მივმართო მის აღმატებულებას,ჩვენი ქვეყნის მთავარსარდალს, ქალბატონ პრეზიდენტს:

- დღეს, ქართველმა ხალხმა კიდევ ერთხელ გაიმარჯვა მსოფლიო “ლგბტ” სოდომიტურ მოძრაობაზე, რომელიც დრო და დრო შეტევას ახორციელებს ჩვენს ერზე.

თქვენ გამოთქვით უკმაყოფილება და სამართალდამცველებს გამოუცხადეთ საყვედური ნაცვლად მადლიერებისა, რომელთაც მაღალი პროფესიონალიზმით უზრუნველ-ჰყვეს დღევანდელი დღის ისე წარმართვა,რომ არცერთი ჩვენი თანამოქალაქე არ დაშავებულიყო.

თქვენი აზრით, სამართალდამცველები ძალისმიერი მეთოდებით უნდა დაპირისპირებოდნენ ათასობით ჩვენს მოქალაქეს, რაც გამოიწვევდა უმართავ პროცესებს და დესტაბილიზაციას ქვეყანაში?! მე საჯაროდ დაგიჭირეთ მხარი და ასევე საჯაროდ მინდა გამოვთქვა წუხილი თქვენს გამო. და ასევე მინდა შეგახსენოთ, რომ არ დაგავიწყდეთ, თქვენ ბრძანდებით ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის წილხვედრი მიწის, წმიდა ნინოს ვაზის ჯვრით განათლებული, თამარ და ქეთევან დედოფლის ქვეყნის პასუხისმგებელი პირველი პირი!” - წერს მარნეულის და ჰუჯაბის ეპისკოპოსი გიორგი Facebook-ზე.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები