პეტრე ცისკარიშვილი - ჩვენი ინფორმაციით, გატაცებულიც დაჭრილია

"ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერის პეტრე ცისკარიშვილის ინფორმაციით, რუსი ოკუპანტების მიერ სოფელ კირბალის მიმდებარე ტერიტორიიდან გატაცებული საქართველოს მოქალაქე დაჭრილია.

რაც შეეხება საქართველოს მოკლულ მოქალაქეს, ცისკარიშვილის თქმით, ის სალოცავად მიდიოდა, რა დროსაც ოკუპანტებმა ესროლეს.

"ჩვენი ინფორმაციით, გატაცებულიც დაჭრილია. რუსი ოკუპანტების, ამ სიტყვის პირდაპირი მნიშვნელობით იქ ყარაულობენ ჩვენ თანამოქალაქეებს, ნადირობენ მათზე, რადგან გარკვეული პრემიები ერგებათ, თითოეულ გატაცებულში. ამ შემთხვევაში ჩვენი თანამოქალაქე მოკლეს ცივსისხლიანად. გიგლა ოთხოზორიას, ტატუნაშვილის მკვლელობის მერე, მოგვიკლეს კიდევ ერთი მოქალაქე, რომელიც აბსოლუტურად უდანაშაულოდ, იქ სალოცავში მიდიოდა. დიდი ალბათობით უნდოდა რომ საკუთარი თავისთვის ეშველა, გამოქცეულიყო, რათა ოკუპანტებს ცხინვალის იზოლატორში არ გაეტაცებინათ. ამ ადამიანს ესროლეს და მოკლეს. ეს არის რუსული ოცნების მშვიდობა და ეს არის მათი რეჟიმის ნამდვილი სახე", - განაცხადა ცისკარიშვილმა.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები