ამერიკის შეერთებული შტატები გმობს საქართველოში რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ საქართველოს მოქალაქის თამაზ გინტურის მკვლელობას და მწუხარებას გამოთქვამს, – ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერის მეთიუ მილერის განცხადებაშია აღნიშნული, რომელსაც საქართველოში აშშ-ის საელჩო ავრცელებს.
"ეს სიკვდილი არის ნათელი მაგალითი იმ ნგრევისა, რომელსაც რუსეთი იწვევს საქართველოსა და სხვა სუვერენული ტერიტორიების მიმდინარე ოკუპაციით“, – აღნიშნულია განცხადებაში.
რუსმა ოკუპანტებმა კირბალში გუშინ საქართველოს ერთი მოქალაქე მოკლეს, ერთი კი გაიტაცეს.