მილერი - კანონი საქართველოს სახიფათო ტრაექტორიაზე დააყენებს, საქართველოსა და აშშ-ის ურთიერთობებს ძირს გამოუთხრის

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერი მეთიუ მილერი აცხადებს, რომ "ქართული ოცნების" მიერ ინიციირებული კანონი საქართველო-ამერიკის ურთიერთობებს ძირს გამოუთხრის.

"მიგვაჩნია, რომ კანონი, რომელსაც ისინი განიხილავენ, საქართველოს სახიფათო ტრაექტორიაზე დააყენებს, საფრთხეს შეუქმნის საქართველოს ევროატლანტიკურ გზას და საქართველოსა და აშშ-ის ურთიერთობებს ძირს გამოუთხრის. ჩვენ გავაგრძელებთ ამის ახსნას, ისინი გადაწყვეტილებას თავად მიიღებენ", - განაცხადა მილერმა.

რაც შეეხება შესაძლო სანქციებს, მილერმა აღნიშნა, რომ ამაზე განცხადებას არ გააკეთებს.

"განცხადების გაკეთებას არ ვაპირებ იმასთან დაკავშირებით, თუ რა შეიძლება გავაკეთოთ ან რის გაკეთებას განვიხილავთ", - აღნიშნა მილერმა.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები