კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე საქართველოში თურქეთის ელჩს მოუსმინეს

საგარეო ურთიერთობათა და დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე, თემაზე: "საქართველო-თურქეთის ურთიერთობები და თურქეთის საგარეო პოლიტიკა“ , საქართველოში თურქეთის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს ალი ქაან ორბაის მოუსმინეს.

"თურქეთი ჩვენი მეგობარი და სტრატეგიული პარტნიორია. შესაბამისად, ჩვენი მეგობარი ქვეყნის წარმომადგენლისგან ყოველთვის საინტერესოა იმის მოსმენა თუ როგორ ხედავენ ქართულ-თურქულ ურთიერთობებს, მის განვითარებას, რა გამოწვევების წინაშე არის ეს ურთიერთობები. ასევე, ძალიან საინტერესო იქნება ელჩის და ზოგადად, თურქეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ხედვა თურქეთის საგარეო პოლიტიკის პრიორიტეტებზე“, - განაცხადა საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ ნიკოლოზ სამხარაძემ სხდომაზე.

ელჩმა მწუხარება გამოხატა გუშინ კირბალში თამაზ გინტურის მკვლელობის ფაქტთან დაკავშირებით.

"მინდა სამძიმარი გამოვხატო სამწუხარო ფაქტთან, საქართველოს მოქალაქის თამაზ გინტურის გარდაცვალებასთან  დაკავშირებით.  ყველანი შოკირებული ვართ. ეს არის მიმდინარე ოკუპაციის შედეგი და იმედი მაქვს, რომ მსგავსი ფაქტი აღარ განმეორდება და უმოკლეს დროში მშვიდობა დამყარდება“, - განაცხადა ალი ქაან ორბაიმ.

ელჩმა სიტყვით გამოსვლისას საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის, ასევე ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში გაწევრიანების მიმართ მხარდაჭერა გამოხატა.

"თქვენ ხართ ჩვენი ძალიან ახლო მეზობელი და მეგობარი ქვეყანა. ჩვენ გვაქვს საერთო ღირებულებები, საერთო წარსული და ამაზე დაყრდნობით, ჩვენ ყოველთვის გავაგრძელებთ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის და სუვერენიტეტის მხარდაჭერას და ვიქნებით საქართველოს ძლიერი გულშემატკივარი ევროატლანტიკურ უსაფრთხოებასა და პოლიტიკურ სტრუქტურებში გაწევრიანების კუთხით“, - განაცხადა ელჩმა.

მან ორ ქვეყანას შორის არსებულ ურთიერთობებზე ისაუბრა. ელჩის შეფასებით, საქართველოსთან თურქეთს სამაგალითო ურთიერთობები აქვს.

დიპლომატმა ქვეყნებს შორის სავაჭრო-ეკონომიკურ, კულტურულ და საგანმანათლებლო კუთხით არსებულ თანამშრომლობებზეც ისაუბრა.

ელჩმა 6 თებერვალს, თურქეთში მომხდარი მიწისძვრის დროს გაწეული დახმარებისთვის საქართველოს მადლობა გადაუხადა.

"მინდა გამოვიყენო ეს შესაძლებლობა და  ჩემი პატივისცემა გამოვხატო ქართველი მეგობრების მიმართ, რომლებმაც ძალიან სწრაფად უპასუხეს 6 თებერვლის მიწისძვრის შემდეგ ჩვენი დახმარების თხოვნას და იმავე დღეს, საქართველოს გადაუდებელი დახმარების მხარდაჭერა გვქონდა. ჩვენ ეს

არასოდეს დაგვავიწყდება. სწორედ ეს არის ნამდვილი მეგობრობა“, - განაცხადა ალი ქაან ორბაიმ.

ელჩმა თურქეთის საგარეო პოლიტიკაზე ისაუბრა. როგორც დიპლომატმა აღნიშნა, თურქეთის საგარეო პოლიტიკას წარმოადგენს - „მშვიდობა მსოფლიოში და მშვიდობა სახლში“.

"საქართველოც და თურქეთიც რეგიონში ცვალებად გარემოში იმყოფებიან. ჩვენ ვიზიარებთ გეოგრაფიულ სიახლოვეს და მიგვაჩნია, რომ ერთად უნდა გავუმკლავდეთ ჩვენს პრობლემებს. მიგვაჩნია, რომ სხვა ქვეყნების ინტერესები შესაძლოა, მერყეობდეს და იცვლებოდეს ურთიერთობებში, მაგრამ ჩვენ ყოველთვის დავრჩებით მეზობლებად. მიმაჩნია, რომ საქართველო ძალიან კარგად ასრულებს უსაფრთხო ქვეყნისადმი დაკისრებულ მოვალეობას. მიმდინარე პრობლემა არის რუსეთის მხრიდან ზეწოლა. საქართველოს 20 % ოკუპირებულია და იმედი მაქვს, რომ ესეც მშვიდობიანად გადაწყდება და საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა აღდგება“, - განაცხადა თურქეთის ელჩმა.

მოხსენების შემდეგ სხდომა დახურულ რეჟიმში წარიმართა, სადაც ელჩმა დეპუტატების მიერ დასმულ შეკითხვებს უპასუხა.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები