თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტში დაზვერვის სამსახურის უფროსს მოუსმინეს

თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის წევრებმა, რეგიონული უსაფრთხოების გარემოს შესახებ, საქართველოს დაზვერვის სამსახურის უფროსის შალვა ლომიძისგან ინფორმაცია მოისმინეს.

შეხვედრაზე, რომელიც დახურულ ფორმატში წარიმართა, საუბარი შეეხო საქართველოში, მის სამეზობლოდ და ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე პროცესებს.

"თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტი იმ საკითხებზე მოსმენებს, რომლებიც თავდაცვის და უსაფრთხოების სფეროს განეკუთვნება, რეგულარულად მართავს. დაზვერვის სამსახურის უფროსთან გამართულ შეხვედრაზე ჩვენ რეგიონული უსაფრთხოების პრაქტიკულად ყველა საკითხი დავფარეთ. აღნიშნული ფორმატის შეხვედრები მნიშვნელოვანია იმისთვის, რომ მუდმივ რეჟიმში გვქონდეს უახლესი ინფორმაციები და ვიცოდეთ თუ რა ხდება ჩვენს ირგვლივ რეგიონში. ამასთანავე, გავეცნოთ საფრთხეებსა და გამოწვევებს და ვიცოდეთ თუ რა არის ის დეტალები, რამაც შესაძლოა საქართველოს ეროვნულ უსაფრთხოებაზე გავლენა იქონიოს. შეხვედრაზე ჩვენ ასევე ვისაუბრეთ უკრაინაში არსებულ ვითარებაზე, თუ რა ხდება ფრონტის ხაზზე. ვისაუბრეთ ჩვენს რეგიონში და ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე პროცესებზე, შავი ზღვის უსაფრთხოების ყველა მნიშვნელოვან საკითხებზე. მოსმენის შემდეგ კიდევ უფრო გამოიკვეთა, რომ უსაფრთხოების გარემო საკმაოდ მყიფე, კომპლექსური და ცვალებადია და ის პოლიტიკა, რომელსაც ჩვენი ხელისუფლება ატარებს, გონივრული და ეფექტიანია“, - განაცხადა თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ბერაიამ შეხვედრის დასრულების შემდეგ.

მსგავსი სიახლეები

უახლესი ამბები